როგორ შევქმნათ და ვმართოთ საოჯახო ბიუჯეტი
ბიუჯეტი შეიძლება ბევრნაირი იყოს, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ საჭიროა ერთობლივ "მეურნეობაზე" და ბავშვებზე იფიქროთ.
ამიტომ ერთობლივი ბიუჯეტის გარეშე არ გამოვა და ნუ გაიგებთ ამას ისე თითქოს ერთ ადგილას უნდა დააწყოთ ფული და საჭიროებისა და სურვილისამებრ მოაკლოთ.
რეალურად ერთობლივი ბიუჯეტი გულისმობს ფინანსების ისეთ მართვას, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ მომავალზე იფიქროთ. აი მაგალითად, ბავშვების სწავლაზე, სახლზე და შვებულებაზე.
რა თქმა უნდა ასეთი ბიუჯეტის შექმნის შემდეგ პარტნიორების დამოუკიდებლობა გარკვეულ მომენტში მცირდება, თუმცა იმას კი ჯობია, როცა ფული შემოდის და შეთანხმების გარეშე იხარჯება.
მაგრამ თუ საკუთარ ბიუჯეტს პრიორიტეტების მიხედვით დაყოფთ, ფინანსურად კვლავ დამოუკიდებელი იქნებით და მიხვდებით რა მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ოჯახის მატერიალურ ბაზაში.
ნებისმიერ ბიუჯეტში უნდა იყოს გამოყოფილი პირადი სახსრები და ეს ოჯახის ყველა წევრს ეხება.
განცალკავებული ბიუჯეტის დროს ზოგჯერ წყვილმა არც კი იცის რამდენი აქვს ხელფასი მის პარტნიორს და საერთო საჭიორებისთვის სანახევროდ დებენ ფულს.
ზოგჯერ კი ისე ხდება, როცა მაგალითად მამაკაცი, საკუთარი ხელფასით პროდუქტებს ყიდულობს, მკურნალობის ფულს იხდის, ხარჯავს დასვენებაზე, ტანსაცმელზე, ხოლო ცოლი საკუთარ ხელფასს საკუთარი თავისთვის იყენებს, ცოტას პროდუქტებზე ხარჯავს და კიდევ წვრილმან რაღაცეებზე (ხშირ შემთხვევაში ასე მაშინ ხდება, როცა ქმრის ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე ცოლის).
შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ წყვილი თითქოს ცალ-ცალკე ცხოვრობს. არის შემთხვევები, როცა პარტნიორები ერთმანეთს ფინანსურ პრეტენზიებსაც უყენებენ, რასაც შეიძლება განშორებაც კი მოჰყვეს.
სწორი იქნება თუ წყვილი საკუთარი ხელფასიდან გამომდინარე პროპორციულად შეავსებს საოჯახო ბიუჯეტს, რომელიც ორივეს გააერთიანეს და ამავე დროს პირადი სახსრებიც დარჩება.
საოჯახო ცხოვრების პირველ თვეებში კარგი იქნება თუ დაგეგმავთ რა ხარჯები გექნებათ (საჭმელი, ბავშვის დაბადება, შვებულება, მანქანა, სამომავლო გეგმები და ა.შ.).
ამ დროს მნიშვნელოვანია პარტნიორთან ორივესთვის ოპტიმალურ ვარიანტზე შეთანხმება. ასეთი საუბრები მეუღლესთან, მიგახვედრებთ და დაგეხმარებათ, როგორ გამოიმუშავოთ უფრო მეტი ფული ან რისი ყიდვა ან გაკეთება გინდათ. აბა წარმატებებს გისურვებთ.