ფინანსური ჰოროსკოპი: როგორ ხარჯავენ ფულს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები

ფინანსური ჰოროსკოპი: როგორ ხარჯავენ ფულს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ფულადი ჰოროსკოპი დაეხმარება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, სწორად გადაანაწილოს ხარჯები, გაზარდოს შემოსავალი და დანაკარგს თავი არიდოს. მიაქციეთ თქვენს სუსტ და ძლიერ მხარეებს ფულთან მიმართებაში.

ვერძი
ვერძი ძალიან გულუხვია. რაც უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, მით ნაკლები ფული აქვს. შეიძლება 10 ბიზნესი ჰქონდეს, ტანაც წარმატებული, მაგრამ ფულს ვერასოდეს აგროვებს. რადგან, კაშკაშად უნდა იცხოვროს, გემრიელად გაუმასპინძლდეს, მანქანა უკვე 1 წლისაა და გამოსაცვლელია. შედეგად კი, თავდაუზაგავი შრომა წყალში ეყრება.

კურო
კუროს ფული იმდენად უყვარს, რომ ნაყიდი ნივთები მისთვის უკვე მიმზიდველობას კარგავს. ძირითადი ხარჯების სია შემოიფარგლება სახლით, მანქანით და ... ნუ ერთი-ორი კაბით. კუროს შეუძლია დატკბეს საწოლზე გაშლილი კუპიურებით, დაალაგებს კოხტად და უყურებს საათობით.

ტყუპები
ტყუპები მიიჩნევენ, რომ ფულს საფლავში ვერ ჩაიტან, ამიტომ, დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო. მაგრამ გაღლეტილი მაინც არასოდეს რჩებიან, რადგან თავშეკავებული გარემოცვის შერჩევა იციან. თანაც, ძალიან ნიჭიერები არიან და არაფრისგან შეუძლიათ ისეთი რამ შექმნან, რასაც მერე ფანტასტიკურ ფასად გაყიდიან.

კირჩხიბი
კირჩხიბი ნამდვილი წუწურაქია. ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. მას ყველა კრიზისი ახსოვს. პრობლემა იმაშია, რომ ამ ხელმოჭერილობასთან ერთად მას ლამაზი ნივთებისადმი სიყვარულიც გააჩნია, ამიტომ კომპრომისზე წასვლა უწევს: ერთდროულად იყიდოს აი ის მოდური მაისური და შავი დღისთვის კონსერვები მოიმარაგოს.

ლომი
ლომს ფული ყოველთვის აქვს. მისი მიზანია - დააყენოს ფულის ავტომატურად გამომუშავების სისტემა მინიმალური ძალისხმევით. ლომი გიჯდება ძვირფას ნივთებზე, საჩუქრებზე და წვეულებებზე.

ქალწული
ქალწულს პირად ბიუჯეტში სრული წესრიგი აქვს. ყველა სამომავლო ხარჯი გაწერილი აქვს დეტალურად. ქალწული აზარტული არ არის, ფინანსურ პირამიდებში არ ებმევა, ჯიბისთვის შესაბამის საჩუქრებს ჩუქნის. შოპინგის დროს ზუსტად იმდენს ხარჯავს, რამდენიც დაგეგმილი ჰქონდა. არც ერთი თეთრით მეტს.

სასწორი
სასწორს შეუძლია თავისი ერთი თვის ბიუჯეტი მაგარ აქსესუარებს ან სპონტანურ მოგზაურობას მიაფშვნიტოს. მისი მალული ოცნებაა - ჰქონდეს ბევრი ფული და მუდმივი დღესასწაული.

მორიელი

მორიელი ფულზე გიჟდება. უყვარს მისი დათვლა, გამომუშავება, საქმეში ჩადება, ხარჯვა, დაკარგვა და კვლავ გამომუშავება. და როცა სხვა თავს იტეხავს თანხების გადანაწილებაზე და ფიქრობს, შეიძინოს ესა თუ ის ნივთი, მორიელი უბრალოდ ყიდულობს, რათა შეხედოს, რა გამოვა აქედან. და თუ არაფერი გამოვა, ამაზეც არ მოიკლავს თავს. ფულს ხომ ისევ იშოვის.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს, როგორც წესი, ბევრი ფული არასდროს აქვს. ის ხარჯავს მხოლოდ ყველაზე აუცილებელ რამეებზე. მაგრამ როგორც კი ზედმეტი ფული უჩნდება, მოგზაურობაში, თვითგანათლებაში ან ქველმოქმედებაზე ხარჯავს.

თხის რქა

ერთის მხრივ, თხის რქას დიდად არ უყვარს ფულის ხარჯვა. მაგრამ თუკი ეიფორიის ზემოქმედების ქვეშ მოჰყვა, მზადაა, უხვად დაასაჩუქროს მეგობრები, გაუმასპინძლდეს გემრიელი ვახშმით და გაასესხონ ფული. ეიფორია გადის, ფული კი ქრება. არადა, ნოუთბუქი და სავარძელი უნდა ეყიდა...

მერწყული
მერწყულს ფულის ხარჯვა ძალიან უყვარს, მაგრამ საკუთარ თავზე არასოდეს აგებს პასუხს. ფული კარგია, საჭიროა ბევრი გქონდეს, მაგრამ ოფისში 9-დან 6-მდე ჯდომა არ უნდა. ასეთებისგან მერწყული ძალიან შორს დგას.

თევზები

თევზები მალულად ოცნებობენ მსოფლიოს ყველა ფული გამოიმუშავონ. ცდილობენ, ჭკვიანურად ჩადონ კაპიტალი თვითგანვითარებაში და ბიზნეს-გეგმის რეალიზაციაში, რომელიც მათ მილიარდებს მოუტანს. უბრალოდ ფულის ქონა - მოსაწყენია. ისინი უნდა ჩადო იქა და აქ, გააკეთო რეკლამა, აქ კი დროულად ამოქაჩო...