ქმარმა მიყვირა და გამოკითხვა დამიწყო, კიდევ რითი გავანაწყენე დედამისი

ქმარმა მიყვირა და გამოკითხვა დამიწყო, კიდევ რითი გავანაწყენე დედამისი
როგორ უნდა მოახერხო, რომ იცხოვრო ერთ ჭერქვეშ პრეტენზიულ დედამთილთან და არ გაგიჟდე? ჩვენმა დღევანდელმა რესპოდენტმა მოძებნა კარგი გამოსავალი დაეწყნარებინა ძალაუფლების მოყვარე დედამთილი და შეემსუბუქებინა ამით თავისი ცხოვრება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ მის გამოცდილებას. თქვენ კი მოგვწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ პრობლემების მოგვარების ასეთ მეთოდზე.

როგორ ვიცხოვროთ დედამთილთან



სანამ საკუთარი სახლის ყიდვას შევძლებდით, ქმარმა თავის დედასთან ერთად ცხოვრება შემომთავაზა. მე მაშინვე დავთანხმდი, რადგან ეს აზრი მაშინ საკმაოდ ლოგიკური მომეჩვენა.

თავიდანვე კი ველოდი გარკვეულ სირთულეებს, რადგან დედამთილი რთული ბუნების ადამიანი იყო, მაგრამ მზად ვიყავი წავსულიყავი კომპრომისებზე და როგორმე შემეწყო ხასიათი.

თუმცა, 3 წლის განმავლობში მუდმივი სკანდალების და პრეტენზიების, ჩემი ამაო მცდელობისა საერთო ენის გამონახვის შემდეგ, საბოლოოდ ვთქვი უარი ყველაფერზე...



ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მაგალითად მოვიყვან ბოლო ინციდენტს, რომელმაც სრულიად გამომიყვანა მდგომარეობიდან.

ორი კვირის წინ გაუფრთხილებლად მესტუმრა ჩემი ძმა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ დედამთილმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვა მისი ვიზიტის გამო.



უსიამოვნო დიალოგი

მაქსიმალურად ავიყვანე თავი ხელში და მშვიდად ვუპასუხე, რომ ჩემს ღვიძლ ძმას შეუძლია მოვიდეს სტუმრდ, როცა მოესურვება.

მეც მაქვს ჩემი უფლებები, რადგან ამ 3 წლის განმავლობაში სისტემატიურად ვდებდი მატერიალურ და ფიზიკურ რესურსს ოჯახში. მაგალითად, ძვირფასი რემონტი აბაზანაში მთლიანად ჩემი ხარჯით გავაკეთე.

ეს რომ ვუთხარი, დედამთილმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა რაღაც და გაბრაზებული შევიდა თავის ოთახში.



საღამოს ქმარი მოვარდა სამსახურიდან განრისხებული და მაშინვე ავი ძაღლივით მომვარდა: "რა მოხდა ამჯერად? როდემდე უნდ ითმინოს დედაჩემმა შენი გამოხტომები? ახლავე მიდი და მოუბოდიშე, თორემ ხვალვე წახვალ ამ სახლიდანო!"



მე მოვუბოდიშე... მაგრამ მოვუბოდიშე საკუთარ თავს, რომ ამდენი დრო და ენერგია დავხარჯე ამ ადამიანებზე. შემდეგ მშვიდად ჩავალაგე ნივთები და წავედი დედაჩემთან.

ვერ ვიტყვი, რომ ქმარი და დედამთილი ჩემგან ელოდნენ ამას. მე ხომ მუდამ ვცდილობდი დამეთმო ორივესთვის და შემეწყო ხასიათი?

რამდენიმე დღეში ჩემი ქმარი პატარა ბავშვივით ამეტუზა კარებთან და სახლში დაბრუნება მთხოვა. მითხრა, რომ დედამისიც ითხოვდა პატიებას. ცოტა ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე მიმეცა ამ ოჯახისთვის კიდევ ერთი შანსი. მას შემდეგ ყველაფერი მშვიდად და წყნარად არის.



საბოლოოდ, შევძელი დედამთილთან კომფორტულად ცხოვრება. ერთადერთი წესი, რაც გავითვალისწინე, იყო, რომ არ შემშინებოდა არავისი და არ მიმეცა სხვისთვის ჩემზე მორალური ზეწოლის უფლება. სხვა შემთხვევაში მდგმურის სტატუსი მექნებოდა და არა მისი შვილის მეუღლის.

თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? როგორ მოიქცეოდით მსგავსი პროვოკაციის შემთხვევაში? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.
სტატიის ავტორი: თამარ მეფარიშვილი