ვიპოვე 63 წლის ქმრის მობილურში სხვა ქალთან მიმოწერა

ვიპოვე 63 წლის ქმრის მობილურში სხვა ქალთან მიმოწერა
"ეხლახანს გავიგე, რომ ჩემი ქმარი სხვა ქალს ემესიჯებოდა. არ ვიცი, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს, მე ხომ უკვე 60 წლის ვარ!" - შემოგვჩივლა ჩვენმა მკითხველმა. ის ძალიან განიცდის, ამ ამბავს და ნერვიულობს, ხომ არ ღალატობს ქმარი. ასეთ ასაკში გაყრა კი კიდევ უფრო აშფოთებს. რა გადაწყვეტილებამდე მივიდა ქალი და ღირს თუ არა მისი ურთიერთობის შენარჩუნება, წაიკითხეთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

ქმარს მიმოწერა აქვს სხვა ქალთან



"35 წლის წინ ცოლად გავყევი საუკეთესო მამაკაცს მსოფლიოში. როდესაც გავიცანი, 22 წლის ვიყავი, ხოლო ვაჟა 25 წლის. მთელი ცხოვრება ხელის გულზე მატარებდა, შეგვეძინა ორი შვილი, რომლებიც უკვე დიდი ხანია მშობლების ბუდიდან გაფრინდნენ და თავიანთი ოჯახები აქვთ. ბოლო 10 წელი მე და ჩემი ქმარო მარტოები ვცხოვრობთ.



და ყველაფერი მართლა ძალიან კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი უსიამოვნო შემთხვევა. აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი სხვა ქალს ემესიჯებოდა. ეს მოხდა ერთი წლის წინ სრულიად შემთხვევით. ყოველთვის ვენდობოდი და არასოდეს ვამოწმებდი მის ტელეფონს, მაგრამ ერთხელ სანამ ბანაობდა, ტელეფონი სავარძელზე დარჩა. ამ დროს შემოვიდა შეტყობინება ვიღაც ლიკასგან...

ქმარმა მითხრა, რომ ეს მისი თანაკლასელი იყო, დიდი ხანია არ უნახავს და ეხლახანს შეეხმიანა მოსაკითხად. ვაჟა მარწმუნებდა, რომ ეს მეგობრული მიმოწერა იყო, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა.



საბოლოოდ წავუყრუე ამ თემას, არ მინდოდა კონფლიქტი და ქმრის ერთგულებაში ეჭვის შეტანა, მაგრამ მთელი წელი ლიკა ისევ აქტიურობდა. გადავწყვიტე მეკითხა დედამთილისთვის, თუ ვინ იყო ეს ლიკა.

ყველა საიდუმლოს საბოლოოდ ფარდა ეხდება

აღმოჩნდა, რომ არანაირი ლიკა არ სწავლობდა ჩემი ქმრის კლასში. გამოდის, რომ ვაჟამ მომატყუა, მაგრამ რატომ? რაღა დროს ჩვენი ეგეთებია, 60-65 წლისები ვართ! მე ნებისმიერ სიმართლეს მივიღებდი, თუ გულწრფელად აღიარებდა, მაგრამ ეხლა დაბნეული ვარ...



არ შემიძლია ამ ასაკში ჩემი სახლის მიტოვება, შვილებთან გადასვლაც არ მინდა, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავიწყო ცხოვრება ახლიდან. სხვა მამაკაცი არასდროს მყოლია, ვაჟა ერთადერთი იყო ჩემთვის და ყველაფერიც.



იქნებ, ვაზვიადებ? მინდა დაველაპარაკო ქმარს, მაგრამ მეშინია. მეშინია რას მეტყვის ის. რომ მითხრას, რომ ამდენი ხანი მატყუებდა და უკვე დიდი ხანია სხვა ქალი ყავს? ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ხანშიშესულ ასაკში ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდი.

რედაქციისგან

ეს ქალბატონი მართალია, იმისათვის, რომ ყველაფერი გაირკვეს, ჯერ ქმარს უნდა დაელაპარაკოს. შესაძლებელია დედამთილს, რომელიც საკმაოდ ასაკოვანია, არ ახსოვს შვილის კლასელები. ეჭვებში ყოფნა კი არ შეიძლება.

თუ ქმარი ატყუებს, ჯობია სიმართლე იცოდეს. ვინ იცის, შეიძლება მართლა წერს ვიღაც ქალს და უწყინარი საუბრის იქით არ მიდის ურთიერთობა.



ასეა თუ ისე, 50 და 60 წელი განაჩენი არ არის. ადამიანები ხანდაზმულ ასაკშიც იწყებენ ახალ ცხოვრებას, თუ ასე იქნება საჭირო. თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
სტატიის ავტორი: თამარ მეფარიშვილი