როგორ შეძლო ქმარმა ცოლის წინაშე თავის მართლება, როცა ცოლმა ლოგინში სხვასთან წაუსწრო.
ცოლი სახლში ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ქმარი საკმაოდ მიმზიდველ ახალგაზრდა არსებასთან ერთად ლოგინში იყო. იმდენად გაოცებული დარჩა, რომ თავიდან ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ქმარს დაუყვირა:
"შენ, უმადურო ღორო! როგორ გაბედე ამის გაკეთება ჩემთვის, ერთგული მეუღლისა და შენი ბავშვების დედისთვის! დამთავრდა ყველაფერი, მივდივარ! დაუყონებლივ განქორწინებას მოვითხოვ.
ქმარმა მოუსმინა და უპასუხა:
- ერთი წუთით მოითმინე, საყვარელო და ყველაფერს აგიხსნის, რაც მოხდა.
- კარგი, მიდი, თავი დაიძვრინე. გაითვალისწინე ეს უკანასკნელია რისთვისაც მზად ვარ რომ შენგან მოვისმინო.
შესაძლებლობის მიღების შემდეგ, მამაკაცმა გამამართლებელი მოხსენება დაიწყო:
- ძვირფასო, ვაპირებდი მანქანაში ჩაჯდომას, რომ სახლში წამოვსულიყავი და ამ ახალგაზრდა ქალმა წაყვანა მთხოვა. ის იმდენად დაუცველად და უბედურად გამოიყურებოდა, რომ შემეცოდა და მანქანაში ჩავისვი. გზაზე ყურადღება მივაქციე, თუ როგორი გამხდარი, ბინძური და ცუდად ჩაცმული იყო.
თან, როგორც ამ ქალმა მითხრა სამი დღე არაფერი ეჭამა. თანაგრძნობის გამო სახლში მოვიყვანე და ცხელი შოკოლადი დავალევინე, რომელზეც შენ უარი თქვი იმ მიზეზით, რომ ტკბილეულის გამო სუქდები. ამ საცოდავმა კი ერთი მოსმით დალია. ის იყო ბინძური და გასაკვირი არაა, რომ აბაზანის მიღება შევთავაზე. სანამ იბანდა, დავინახე, რომ მისი ტანსაცმელი დახეული ჰქონდა და გადავაგდე.
შემდეგ დავფიქრდი, თუ რა ჩამეცვა და მივეცი მოდური ჯინსი, რომელიც შენ უკვე 4 წელია არ ჩაგიცვამს, წუწუნებდი რომ ვიწრო გქონდა. ასევე მივეცი ქვედა საცვლები, რომელიც ჩვენი ქორწინების წლისთავზე გაჩუქე და შენ მის ჩაცმა იუარე, რადგან შენი აზრით ცუდი გემოვნება მაქვს.
ასევე ვიპოვე სექსუალური პერანგი, ჩემი დის საახალწლო საჩუქარი შენთვის, რომელსაც განგებ არ იცვამდი, რომ გაგებრაზებინა. და ბოლოს, შენი რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი მივეცი, რომლებიც ძვირფას მაღაზიებში იყიდე, მაგრამ ერთხელაც არ ჩაგიცვამს, რადგან სამსახურში ვიღაცას მსგავსი უკვე ეცვა. ქმარმა ამოისუნთქა და განაგრძო:
- ქალი იმდენად მადლობელი იყო გაგებისა და მზრუნველობისთვის, რომ როცა ვაცილებდი, უკან თვალცრემლიანი შემობრუნდა და მთხოვა:
- კიდევ გაქვთ რამე, რითაც თქვენი მეუღლე არ სარგებლობს?