ტკიპასთან ხუმრობა არ ღირს, გასწავლით მისი მოშორების უსაფრთხო გზებს.

ტკიპასთან ხუმრობა არ ღირს, გასწავლით მისი მოშორების უსაფრთხო გზებს.
ყოველთვის, როცა ბუნებაში გასვლას დააპირებთ, აუცილებლად გაიყოლეთ თავსაბურავი და ტკიპის მოსაშორებელი ინსტრუმენტი. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ყოველწლიურად ამ მწერების რაოდენობა მხოლოდ იმატებს. პარაზიტი ნებიმიერ ასაკში აჰყვება ცხოველსა და ადამიანს. სისხლისმწოველი მწერის კანიდან გამოღება საჩქარო და აუცილებელია! დღეს fpaparazzi -ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა მოიშოროთ ტკიპა მარტივად.

როგორ მოვიშოროთ ტკიპა



მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ტკიპების გაცლის თვალსაზრისით, რამდენადაც ძაღლის ბედნიერი პატრონი ვარ. ცოტა ხნის წინ, ჩემს ძაღლს ტკიპამ უკბინა, ჩემი ოთხფეხა მეგობარი ლამის ხელებში ჩამაკვდა. ამ შემთხვევის შემდეგ, ყოველთვიურად ვაძლევ ძაღლს საშუალებას, რომლის საყიდლადაც მანამდე ფული მენანებოდა. ახლა ჩემი ძაღლი უსაფრთხოდაა, თუმცა, გასეირნების შემდეგ, ხშირად, ცხოველს ტკიპა სახლში მოჰყავს.

ამიტომ ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოთ. ძაღლს არ უნდა მისცეთ დივანზე დაწოლის საშუალება და ბეწვი რამდენჯერმე უნდა შეამოწმოთ. ბუნებაში გასვლის შემდეგ კი საკუთარი სხეულიც დაათვალიერეთ. ტკიპები უმეტესად კანის ღია ადგილებე ეჭიდებიან. ტყეში ტკიპა შეიძლება თავზეც დაგეცეთ, კისერზე ჩამოგეკიდოთ ან დეკოლტეში ჩაგივარდეთ. თუ ტკიპა აღმოაჩინეთ, ნუ დაპანიკდებით, რაც შეიძლება სწრაფად გაიცალეთ.
  1. პინცეტით - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ტკიპას კანიდან მთლიანად ამოიღებს. ტკიპას თავის დასაწყისში უნდა მოჭიდოთ პინცეტი საათის ისრის საწინააღმდეგოდ დაატრიალოთ, ნელა, თანდათან დაქაჩოთ. ტკიპის ამოღებისთანავე დაიმუშავეთ ნაკბენი სპირტით ან იოდით. ტკიპას რას უზამთ - თქვენი ნებაა.

  2. ძაფით - აიღეთ 20 სმ სიგრძის ძაფი და ორად გაკეცეთ. თითებით ძაფი ოდნავ დაატრიალეთ, ყულფი რომ გამოვიდეს. ეს ყულფი წამოაცვით ტკიპას თავთან მაქსიმალურად ახლოს და დაატრიალეთ. ყულფი თვითონ დაიჭიმება და რამდენიმე წუთში ტკიპა ჩამოვარდება. დაიმუშავეთ ჭრილობა, მწერი კი უვნებელყავით.

  3. დგუშით - მოაჭერით თავი დგუშს და მჭიდროდ იმაჭირეთ ტკიპის გარშემო კანს. ამოქაჩეთ ჰაერი. ტკიპა უფრო სწრაფად მოძვრება, თუ დგუშს აცეტონს წაუსვამთ. არ დაგავიწყდეთ ძმრით ან სპირტით კანის დამუშავება.

  4. ზეთით - როცა ხელთ სხვა ინსტრუმენტები არ გაქვთ, ზეთი გამოგადგებათ. ამბობენ, რომ ეს უსაფრთხო საშუალება არაა. თუმცა, თუ სხვა გზა არ გაქვთ, მისი გამოყენება გამართლებულია. გაჟღინთეთ ქსოვილი ზეთით და დაიდეთ ტკიპიან ადგილზე. რამდენიმე წამში ტკიპას ჰაერის უკმარისობა დაეწყება და თვითონ გამოძვრება. დაიმუშავეთ ნაკბენი ნებისმიერი ანტისეპტიკით. დააკვირდით ნაკბენს, თუ არ გექავებათ და არ გაწითლებულა, გადარჩენილხართ. სხვა შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

  5. ნემსით - ნემსი ცეცხლზე უნდა გაახუროთ და ბასრი მხარით დაჩხვლიტეთ ტკიპა. მწერი მაშინვე მოძვრება. დაიმუშავეთ ნაკბენი სპირტით და მოიშორეთ მწერი.

აღმოჩნდა, რომ ტკიპა წყალში დიდხანს ძლებს, ამიტომ მისი უნიტაზში ჩარეცხვა უაზრობაა. გაჭყლიტეთ ტკიპა ქაღალდზე, მყარი ნივთით, ან ჩააგდეთ ქლორის შემცველ ხსნარში ან სპირტში.