ეს ძაღლი უპატრონობისგან ნამდვილ მონსტრად იქცა

ეს ძაღლი უპატრონობისგან ნამდვილ მონსტრად იქცა
ბობტეილერი ზედმეტსახელად ქოქოსა ცხოვრობდა მარტო ბინაში დაახლოებით 1 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც მისი პატრონი გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, ძაღლს კარგად კვებავდნენ, თუმცა იგი ჰაერზე სასეირნოდ ერთი წლის მანძილზე არავის გაუყვანია. როდესაც ეს ამბავი ცხოველების დამცველთა ჯგუფის ყურამდე მივიდა, მათ სასწრაფოდ მოახდინეს რეაგირება და ძაღლი ბინიდან წამოიყვანეს. მას ბეწვი მოუვლელობისაგან იმდენად გაეზარდა, რომ სუნთქვაშიც კი ხელს უშლიდა. ცხოველების დამცველებმა შესაბამისი ქმედებების განხორციელებით ქოქოსა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნეს.

თავდაპირველად ძაღლი გაკრიჭეს, რაშიც მონაწილეობა მიიღო 6 კაცისაგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა. მათ ძალიან დიდი შრომა მოუწით იმისათვის, რომ გაეთავისუფლებინათ ქოქოსა ტყვეობისაგან. შემდეგ კი უკვე ძაღლს ჩაუტარდა სპეციალური გამოკვლევები და იგი დღემდე ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ქოქოსას ბედნიერებას საზღვარი არ აქვს!

ეს ძაღლი უპატრონობისგან ნამდვილ მონსტრად იქცა