7 მოულოდნელი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ჩაიწვინოთ ოთხფეხა მეგობარი ლოგინში

7 მოულოდნელი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ჩაიწვინოთ ოთხფეხა მეგობარი ლოგინში
ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ ოთხფეხა მეგობრის ლოგინში ჩაწვენა არ შეიძლება. ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ასე ჩვენი ლოგინი ბინძურდება, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია ლეგენდები დადის. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე არგუმენტს, თუ რატომ უნდა მისცეთ საკუთარ ძაღლს თქვენს ლოგინში დაძინების საშუალება.

1. ძაღლებს ჩვენთვის სიმშივდე მოაქვთ
ოთხფეხა მეგობრები ჩვენს ლოგინს კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან და სიმშვიდის განცდას გვანიჭებენ. ჯერ კიდევ უცნობია, თუ რითია განპირობებული ძაღლების მსგავსი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა მეცნიერების მოსაზრებით, საქმე ოთხფეხა მეგობრების სხეულის ტემპერატურაში და მათ რიტმულ სუნთქვაშია.

2. ძაღლები გვეხმარებიან უძილობს დამარცხებაში
მათი სიახლოვით ჩვენ ვთავისუფლდებით სტრესისგან, ვგრძნობთ თავს მშვიდად და დაცულებად. ოთხფეხა მეგობრის ლოგინში ჩაწვენით ჩვენი ორგანიზმი პროდუქტიული დასვენებისთვის იწყებს მზადებას.

3. ოთხფეხა მეგობრები გვეხმარებიან სტრესისა და მშფოთვარების დამარცხებაში
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ძაღლები გვეხმარებიან მშფოთვარების და სტრესის დამარცხებაში, მათი პოზიტიური განწყობა გადამდებია.

4. ისინი სითბოს წყაროს წარმოადგენენ
ძაღლების სხეულის ტემპერატურა ადამიანების სხეულის ტემპერატურაზე გაცილებით მაღალია. რა თქმა უნდა, ზაფხულში ეს დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული, თუმცა რომელი ადამაინი იტყვის უარს ბუნებრივ სითბოზე ზამთრის სუსხიან დღეს?

5. გვეხმარებიან დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს წარმოუდგენლად დიდი სიყვარულის უნარი გააჩნიათ. მათგან უზომო სიყვარულის მიღება ჩვენს ფსიქიკაზე სასარგებლოდ აისახება.

6. მათთან ერთად ჩვენ დაცულად ვგრძნობთ თავს
ყოველთვის სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ გვერდში გვყავს მეგობარი, რომელიც მზად არის ჩვენთვის საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღოს.

7. ოთხფეხა მეგობართან ერთად ძილი მისთვისაც სასარგებლოა
ძაღლისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი პატრონი. თუ მას თქვენთან ერთად დიდი დროის გატარების უფლებას მისცემთ, ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან.

ჩვენ ასევე გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა დაბანოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სწორად:



არ დაგავიწყდეთ სტატიის იმ მეგობრებისთვის გაზიარება, რომელთაც ოთხფეხა მეგობრები ყავთ, ისინი სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებიან!