ბავარიულ დესერტ ფრიდას ყოველ გაზაფხულზე ვამზადებ, საზაფხულო კაბებში რომ ჩავეტიო
თუ ბევრი რძე და კვერცხი გაქვთ, შეგიძლიათ მოამზადოთ... არა, ომლეტი კი არა, დესერტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. ეს რეცეპტი მიუნხენელმა ნაცნობმა მასწავლა. ესაა ბავარიული დესერტი ფრიდა, რომელსაც ყოველ გაზაფხულზე ვამზადებ. მე ძალიან მომწონს ტკბილეული ფქვილის, ორცხობილებისა და ცხობის გარეშე. დროისა და ძალის ეკონომიაც ასეთი უნდა!
დღეს Fpaparazzi-ის რედაქცია გეტყვით, როგორ მოვამზადოთ ღრუბელივით ფუმფულა და ნაზი ბავარიული რეცეპტი. ჭამ და გინდა!
ინგრედიენტები:
მომზადების წესი
ესეც ვიდეო-ინსტრუქცია მათთვის, ვისაც კითხვა არ უყვარს:
დღეს Fpaparazzi-ის რედაქცია გეტყვით, როგორ მოვამზადოთ ღრუბელივით ფუმფულა და ნაზი ბავარიული რეცეპტი. ჭამ და გინდა!
უცხობი დესერტი ჟელატინით
ინგრედიენტები:
- 300 მლ რძე
- 3 კვერცხის გული
- 350 გ არაჟანი
- 70 გ შაქარი
- 20 გ ჟელატინი
- 2 გ ვანილინი
მომზადების წესი
- პირველ რიგში, დაასხით ჟელატინს 100 მლ ცივი რძე და დაასვენეთ აფუებამდე. წინასწარ მოამზადეთ ფორმა დესერტისთვის. მე გირჩევთ რძის ოთხკუთხა ტეტრაპაკის აღებასა და მასში ხვრელის გამოჭრას, გასაგრილებლად მასის ჩასხმა რომ არ გაგიჭირდეთ.
- გააცალკევეთ კვერცხის ცილა გულისგან. ცილები გადადეთ, ამ რეცეპტში არ დაგჭირდებათ, გულები კი ათქვიფეთ შაქართან. ყველაფერი სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ.
- დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ დანარჩენი რძე და ხარშეთ, ურიეთ უწყვეტად. როცა ბუშტუკები გაჩნდება და მასა შესქელდება, გამორთეთ ცეცხლი.
- ცხელ მასას დაუმატეთ აფუებული ჟელატინი. კარგად მოურიეთ, მის სრულად გახსნამდე.
- შეურიეთ არაჟანი და ვანილინი ერთმანეთს, დაუმატეთ დესერტის ოდნავ შეგრილებულ მასას. ფრთხილად, გულდასმით მოურიეთ.
- ჩაასხით მზა მასა მომზადებულ ფორმაში, გაახვიეთ საკვებ ფენაში და შედგით მაცივარში 2-3 საათით ან მთელი ღამით, თუ დესერტს ხვალისთვის ამზადებთ.
- ამოიღეთ დესერტი ფორმიდან და მორთეთ. ამაში თავისუფალი ხართ, ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული: შოკოლადის ნამცეცები, კენკრა, დაქუცმაცებული თხილი, მიუსლი, ქოქოსის ფანტელი ან ნუშის ფურცლები... გემრიელად მიირთვით!
ესეც ვიდეო-ინსტრუქცია მათთვის, ვისაც კითხვა არ უყვარს: