სემიფრედო ბანანით - უგემრიელესი საზაფხულო დესერტი

სემიფრედო ბანანით - უგემრიელესი საზაფხულო დესერტი
FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავ საზაფხულო დესერტს, რომელითაც შეგიძლიათ მოიწონოთ თავი, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე საპატიო სტუმრებთან.

ინგრედიენტები:
  • ყავისფერი შაქარი 100 გ
  • 1 ლიმონის წვენი
  • 35 %-იანი ნაღაბი 300 მლ
  • კვერცხის გული 6 ცალი
  • ბანანი 3 ცალი
  • ტკბილი წითელი ღვინო 4 ს/კ

მომზადების წესი:
ცეცხლგამძლე ჯამში ერთმანეთში აურიეთ კვერცხის გული, შაქარი და ღვინო. დადგით ჯამი წყლის აბაზანაზე და თქვიფეთ 6-8 წუთი, სანამ სქელ, ღრუბელივით მასას არ მიიღებთ. გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ.
ათქვიფეთ ნაღები ღრუბელივით მასის მიღებამდე. ბანანი გაფცქვენით, დაჭერით პატარა ნაჭრებად და დააბლენდერეთ. დაასხით ლიმონის წვენი და კვლავ ათქვიფეთ. დაუმატეთ ბანანის პიურე ათქვეფილ ნაღებს და შეურიეთ კვერცხის გულის მასა.
მიღებული მასა გადაიტანეთ პლასტიკატის კონტეინერში და გაყინეთ 8-10 საათი, ყოველ 2-3 საათში ამოურიეთ.
სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ კენკრის მურაბით ან თხევადი თაფლით.