ხაჭოსა და ხილის გემრიელი და სასარგებლო დესერტი

ხაჭოსა და ხილის გემრიელი და სასარგებლო დესერტი
FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცლებლად მოამზადოთ ეს დესერტი - განსაკუთრებით უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს
საჭირო მასალა:
  • ხაჭო- 500გ
  • დაბალკალორიული არაჟანი- 300გ
  • შაქარი გემოვნებით
  • ჟელატინი- 30გ
  • მარწყვი და ბანანი (შეგიძლიათ სხვა ხილითაც ჩაანაცვლოთ)

მომზადება:
ხაჭო კარგად ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ არაჟანი. ჟელატინი გახსენით წყალში (შეკვრაზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად), შემდეგ კი ხაჭოსა და არაჟნის მასაში შეურიეთ.
ხილი მოათავსეთ ფორმის ძირში და ზემოდან მოასხით ჟელატინიანი მასა. გააჩერეთ მაცივარში 1- 2 საათი. სუფრაზე მიტანამდე შეგიძლიათ გააფორმოთ ცოცხალი კენკრით და პიტნის ფოთლებით ან შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით.