როგორ მოვამზადოთ ჰაეროვანი ტორტი „ესკიმო“- უგემრიელესი დესერტი მინანქრით
ტორტი „ესკიმო“ ის დესერტია, რომელზეც ის ადამიანებიც კი ვერ ამბობენ უარს, რომლებსაც ტკბილეული არ უყვართ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
კვერცხის ცილა და გული გაყავით. გული ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად. დაუმატეთ წყალი, სოდა, 1 ს.კ კაკაო და 1 ჩ.კ ვანილი
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- კვერცხი 6 ცალი
- წყალი 10 ს/კ
- სოდა 0.5 ჩ/კ
- კარაქი 300 გ
- შაქარი 2.5 ჭიქა
- კაკაოს ფხვნილი 4 ს/კ
- ფქვილი 1.5 ჭიქა
- რძე 1 ჭიქა
- არაჟანი 2 ს/კ
მომზადების წესი:
კვერცხის ცილა და გული გაყავით. გული ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად. დაუმატეთ წყალი, სოდა, 1 ს.კ კაკაო და 1 ჩ.კ ვანილი
- კვერცხის ცილა და გული გაყავით. გული ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად. დაუმატეთ წყალი, სოდა, 1 ს.კ კაკაო და 1 ჩ.კ ვანილი
- ცალკე ათქფვიფეთ ცილა, სანამ კარგად არ გათეთრდება და შეურიეთ კვერცხის გულებიან მასას. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, ჩაასხით ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში
- მოამზადეთ კრემი: მიქსერით ათქვიფეთ 2 კვერცხი. 1 ჭიქა შაქარი, 0.5 ჭიქა ფქვილი და დაასხით თბილი რძე. მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ 1 წუთით და აცადეთ სრულად გაციება.
- 250 გ დარბილებული კარაქი ატქვიფეთ ვანილთან ერთად და ნელ-ნელა დაუმატეთ გაციებულ კრემს.
- მოამზადეთ მინანქარი. ერთმანეთში აურიეთ დარჩენილი არაჟანი, კაკაო და შაქარი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ დარჩენილი კარაქი და გააცივეთ.
- ბისკვიტი გააციეთ, წაუსვით კრემი და შედგით მაცივარში 30- 40 წუთით. შემდეგ მოასხით მინანქარი და კვალვ შედგით მაცივარში 2 საათით.
გემრიელად მიირთვით.