კეფირზე მომზადებული უგემრიელესი თაფლაკვერები („პრიანიკები“)

კეფირზე მომზადებული უგემრიელესი თაფლაკვერები („პრიანიკები“)
fpaparazzi გირჩევთ, უარი თქვათ მაღაზიის თაფლაკვერებზე და თავად მოამზადოთ მარტივად ბავშვობის ეს უგემრიელესი ტკბილეული.
საჭირო მასალა:
  • 350 მლ კეფირი ან მაწონი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხის გული და 1 კვერცხის ცილა
  • 1 ს/კ თაფლი
  • 3 ს/კ ზეთი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • ფქვილი დაახლოებით 2-3 (რამდენსაც შეიზელს)

მინანქრისთვის:
  • 1 კვერცხის ცილა
  • 3 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:
1. გააცალკევეთ ერთი კვერცხის ცილა გულისგან. ის მოგვიანებით დაგჭირდებათ.
2. კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ თაფლი და კეფირი.
3. ფქვილში აურიეთ სოდა და ნელ-ნელა დაუმატეთ კეფირიან მასას. დაუმატეთ ზეთი. მიიღებთ საკმაოდ მაგარ ცომს.
4. გააბრტყელეთ ცომი სამუშაო მაგიდაზე დაახლოებით 1 სმ სისქეზე.
5. ჭიქით ამოჭერით თაფლაკვერები და დაალაგეთ პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე.
6. აცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
7. 3 კოვზი შაქარი ათქვიფეთ წინასწარ გადადებულ ცილასთან ერთად. ამოიყვანეთ ბეზე.
8. მიღებული მინანქარი წაუსვით თაფლაკვერებს ჩქარ-ჩქარი მოძრაობით, სანამ მინანქარი არ გამაგრდება და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით.
გემრიელად მიირთვით!