ამ რეცეპტით არაერთი პასკა გამომიცხვია და მერწმუნეთ ის თქვენი სააღდგომო სუფრის მარგალიტი იქნება.

ამ რეცეპტით არაერთი პასკა გამომიცხვია და მერწმუნეთ ის თქვენი სააღდგომო სუფრის მარგალიტი იქნება.
თითქოს უამრავი წესი და აუცილებელი პირობა უნდა გავითვალისწინოთ იდეალური პასკის მოსამზადებლად... თითქოს რთული რეცეპტით მომზადებული პასკა უფრო გემრიელი გამოგვდის.
ეს ასე ნამდვილად არ არის!მერწმუნეთ, არ არის აუცილებელი აპარის ცალკე მომზადება... კვერცხის ცილის ამოყვანა... გულების ცალკე ათქვეფა... და ა.შ.


აუცილებელი პირობები:
  1. კარგი განწყობა
  2. სითბო, სადაც ცომს ამზადებთ.
  3. საფუარი ზომიერად (ზედმეტი საფუარი პასკას მშრალს დატოვებს)
  4. ღუმელი წინასწარ უნდა გავახუროთ.
  5. ცხობისას ფორმები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს, მათ შორის ჰაერი უნდა მოძრაობდეს.
  6. თუ ცხობისას ღუმელში წყლიან ჭურჭელს შედგამთ, პასკა უფრო ნოტიო გამოვა.
  7. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  8. მზა, ცივი პასკები შეახვიეთ საცხობ ქაღალდში. არ გამოშრება და დიდხანს შეინახება.


გთავააზობთ პასკის მომზადების სრულ რეცეპტს

ინგრედიენტები:
  • 10 კვერცხი (სასურველია სოფლის)
  • 1ლ რძე (მაღალპროცენტიანი)
  • 1300გ შაქარი
  • 350გ არაჟანი
  • 100მლ ზეთი
  • 4ს.კ მშრალი საფუარი (შეგიძლიათ როგორც ბუნებრივი, ასევე სველი საფუარის გამოყენება)
  • 1კგ კარაქი (მაღალპროცენტიანი)
  • 1ს.კ თაფლი
  • 2ჩ.კ მუსკატი
  • 2ჩ.კ დარიჩინი
  • 1ჩ.კ მიხაკი
  • 2ჩ.კ ილი
  • 1ჩ.კ ჯანჯაფილი
  • 10გ ვანილი
  • 2ჩ.კ მარილი
  • 2ჩ.კ შაფრანი
  • 2-3წვეთი ლიმონის ესენცია
  • 2 ლიმონის ცედრა
  • 350გ ცუკატი ან სხვა ჩირი (გარგარი, შტოში, ალუბალი)
  • 500გ ქიშმიში (შავი და თეთრი)
  • 100გ კონიაკი ან შავი რომი
  • 3,5-4,5კგ ფქვილი (გაცრილი)


მომზადების წესი:
  1. ცომის მომზადებამდე, ერთი დღით ადრე გარეცხილ, გამშრალ ქიშმიშს და ჩირეულს დავასხათ კონიაკი, დავაფაროთ სამზარეულო ცელოფანი და გავაჩეროთ.
    აქვე მოვათავსოთ დოლბანდში გახვეული შაფრანი.
  2. სანელებლებს დავასხათ 100გ ცხელი რძე და გავაჩეროთ 1სთ.
  3. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ. დავამატოთ არაჟანი, თბილ რძეში გახსნილი საფუარი და სანელებლები, კარგად ავურიოთ. დავამატოთ კარაქი, ავზილოთ.
    თანდათან დავამატოთ თაფლი, მარილი, ვანილი, ლიმონის ესენცია და ლიმონის ცედრა. კარგად ავურიოთ ყველაფერი.
  4. დავამატოთ ქიშმიში და ცუკატები (პატარებად დაჭრილი) კონიაკთან ერთად.
  5. ბოლოს ეტაპობრივად ვამატებთ ფქვილს. მოვზილოთ ნაზი ცომი. ზელისას ვამატოთ ზეთიც.
  6. ცომს დავაფაროთ და დავდგათ გასაფუებლად.
    ჩავზილოთ ორჯერ. როცა მესამედ ამოფუვდება, გადავანაწილოთ ფორმებში 1/3-ზე.
  7. როცა ცომი ფორმის 2/3 დაფარავს შევდგათ 170გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
    ცხვება დაახლოებით 70-80წთ. (გააჩნია ყალიბის ზომას)

სტატიის ავტორი: Eka Khalvashi
სტატიის წყარო:https://www.facebook.com/Ekas-Bakeology-101546848366775/