მარტივად მოსამზადებელი სააღდგომო პასკა

მარტივად მოსამზადებელი სააღდგომო პასკა
ეს მრავალგზის ნაცადი პასკის რეცეპტი, დარწმუნებული ვართ თქვენც მოგეწონებათ. მისი გამოცხობა სულაც არაა ძნელი და თან ძალიან გემრიელია.
მომზადების დრო- 2,30 წთ, პორციების რაოდენობა- 10, მომზადების სირთულე- ადვილი

საჭირო მასალა:

  • 8 გ მშრალი საფუარი
  • 600-700გ ფქვილი
  • 100 გ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 160 გ ყავისფერი შაქარი
  • 2ს.კ შაქრიანი ვანილი
  • 0,5 ჩ.კ მარილი
  • 100 მგ ნაღები (10-20 %-იანი)

მომზადების წესი:

  1. 150 მგ წყალი გაათბეთ 36- 38 გრადუსამდე. დაუმატეთ საფუარი და 130გ ფქვილი. დადგით 30 წუთის განმავლობაში თბილ ადგილას.
  2. ამასობაში გაადნეთ და შემდეგ გააცივეთ კარაქი.
  3. კვერცხის ცილა ათქვიფეთ მწიკ მარილთან ერთად, ხოლო გულები ყავისფერ შაქართან და ვანილთან ერთად. შემდეგ კი დაუმატეთ ნაღები, კარაქი და კვერცხი ცილები.
  4. ცომი გაცერით, ჩაყარეთ ღრმა ჯამში. შუაგულში კი ჩაასხით ნაღებიანი მასა. მოზილეთ ცომი, დააფარეთ თავზე ჩაის ტილო და 2 საათის განმავლობაში დადგით თბილ ადგილას ამოსაფუებლად.
  5. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. ცომი გაანაწილეთ ფორმებში და გააჩერეთ 20- 30 წუთით. შემდეგ კი აცხვეთ. მზა პასკა შეგიძლიათ მორთოთ სურვილისამებრ.
გემრიელად მიირთვით.