სახლში მომზადებული ორიგინალური და ძალიან გემრიელი ჩიპსები

სახლში მომზადებული ორიგინალური და ძალიან გემრიელი ჩიპსები
fpaparazzi გთავაზობთ ჩიტსების რეცეპტს, რომელიც ძალიან სასარგებლოა და გემრიელი.

საჭირო მასალა:
  • კარტოფილი- 3 ცალი
  • კარაქი- 30 გ
  • შვრიის ფანტელი- 100გ
  • ფქვილი, რამდენსაც შეიზელს-5ს.კ
  • სუნელები გემოვნებით
  • კვერცხი- 1 ცალი
  • მშრალი საფუარი- 2გ


მომზადების წესი:
1. კარტოფილი მოხარშეთ და პიურე გააკეთეთ
2. დაუმატეთ კარაქი და სუნელები
3. ცალკე ჯამში საფუარი ჩაყარეთ ცოტა თბილ წყალში და აცადეთ 5 წუთი
4. შვრის ფანტელი და ცოტა ფქვილი დააბლენდერეთ
5. გაციებულ პიურეს დაუმატეთ დაბლენდერებული შვრიის ფანტელი, კვერცხი და საფუარი. უნდა მიიღოთ ცომის მსგავსი მასა. გააჩერეთ 20-30 წუთით.
6. შემდეგ ხის ფიცარზე გააბრტყელეთ, ჭიქის პირით დაჭერით მრგვალ ფორმებად
7. ღრმა ტაფაზე დაასხით ბევრი ზეთი, ისე, რომ ჩიპსები დაიფაროს და შეწვით 10- 15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით