თაობებით ნაცადი პასკის იდეალური რეცეპტი

თაობებით ნაცადი პასკის იდეალური რეცეპტი
სააღდგომო პასკის უამრავი რეცეპტი არსებობს. ზოგს მეტი კვერცხი აქვს, ზოგი მშრალი საფუარით ფუვდება. ყველაზე პირველი და სწორი რეცეპტები კი დიდი ხანია ძველ თაროებზე შემოდებულ კულინარიულ წიგნებში იმალება.

ზოგიერთი მივიწყებულია, ზოგმა კი მოდიფიცირება განიცადა და თითქმის საერთოდ აღარ გაქვს პირვენელს.
იმის მტკიცებას არ მოვყვებით, რომ ეს რეცეპტი ყველაზე სწორია, თუმცა მასში ნამდვილად არის შენარჩუნებული გარკვეული ტრადიციები და საწყისები, საიდანაც პასკის ჭეშმარიტი გემო მოდის.

საჭირო მასალა:
საფუძვლისთვის:

  • 50 გ ნედლი საფუარი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი


ცომისთვის:

  • 750 გ ფქვილი
  • 300 გ შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 6 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჩ/კ ილი (კარდამონი)
  • ½ ჩ/კ დაფქული ზაფრანა
  • 3 ს/კ ცხელი წყალი
  • 325 გ ჩირები
  • 160 გ თხილეული
  • 1 ჩ/კ მარილი
  • ზეთი წასასმელად


მინანქრისთვის:

  • 3 კვერცხის ცილა
  • 6 ს/კ შაქრის პუდრა
  • 1 ჩ/კ მარილი


მომზადების წესი:

  1. თავდაპირველად მოამზადეთ საფუძველი: აიღეთ ღრმა ჯამი და ჩაფშვენით საფუარი. ოდნავ შეათბეთ რძე და დაასხით საფუარს.

  2. დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და 1 ს/კ შაქარი. აურიეთ, გადააფარეთ სუფთა ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 15-20 წუთი.

  3. ღრმა ქვაბში შეათბეთ რძე დაახლოებით 50 გრადუსამდე. იმისათვის, რომ შეამოწმოთ რძის საჭირო ტემპერატურა, დაიწვეთეთ მაჯაზე. ის ცხელი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა გწვავდეთ.

  4. დაუმატეთ რძეს 200 გ კარაქი და ურიეთ, სანამ კარაქი ბოლომდე არ გადნება. გააგრილეთ.
  5. აიღეთ ორი ცალი სუფთა ჯამი. გააცალკევეთ 6 კვერცხის ცილა და გული და მოათავსეთ ცალ-ცალკე ჯამში.

  6. ცილას დაუმატეთ მწიკვი მარილი, ხოლო გულებს 300 გ შაქარი.

  7. მიქსერის საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ ცილა, სანამ 2-ჯერ არ მოიმატებს მოცულობაში. გადადეთ ბეზე, ის მოგვიანებით დაგჭირდებათ.
  8. კარგად გაქენით კვერცხის გული და შაქარი ერთმანეთში, სანამ თეთრი არ გახდება.

  9. აიღეთ ღრმა ჯამი, დაახლოებით 7 ლიტრი რომ ეტეოდეს. გადაიტანეთ მასში კვერცხის გულის მასა.

  10. აიღეთ რძისა და კარაქის მასა. ურიეთ შეუჩერებლად და ისე შეურიეთ კვერცხის გულის მასა.

  11. აიღეთ საფუძველი და ისე, რომ შეუჩერებლად ურიეოთ, შეურიეთ ძირითად მასას.
  12. ცოტაოდენი წყალი (რამდენიმე სუფრის კოვზი) მიიყვანეთ ადუღებამდე. დაასხით ზაფრანას და დაუმატეთ ძირითად მასას. იქვე დაუმატეთ ილი (კარდამონი).
  13. აიღეთ ათქვეფილი ცილა და ფრთხილად, ისე, რომ არ ჩაგივარდეთ, კოვზით შეურიეთ ძირითად მასას.

  14. თანდათან დაუმატეთ ფქვილი. ცომი ნელ-ნელა გასქელდება, ასე რომ, მოსახერხებელი იქნება, მოზილოთ ხელით. არ გადააჭარბოთ! მზა ცომი უნდა გეკრობოდეთ ხელებზე.
  15. გადააფარეთ ჯამს სუფთა ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 20 წუთი. ამასობაში მიხედეთ ჩირებს.
  16. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლეღვის ჩირი, ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი, კურაგა - თქვენი გემოვნებით!
  17. მთავარია დაჭრათ თანაბარი ზომის ნაჭრებად. ცომისთვის სულ 125 გ ჩირი და 60 გ თხილი დაგჭირდებათ. დანარჩენი გადადეთ მოსართავად.
  18. ფრთხილად შეურით დაჭრილი ჩირები და თხილი ცომს და კვლავ გააჩერეთ გასაფუებლად.

  19. აიღეთ პასკის ფორმები, წაუსვით ზეთი ფორმას და წაისვით ხელებზეც, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს ცომის განაწილება ფორმებში. თითოეული ფორმა ცომით 1/3-ით გაავსეთ. კვლავ გააჩერეთ რამდენიმე წუთით. ამასობაში გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

  20. აცხვეთ პასკები 35-40 წუთის განმავლობაში. ზემოდან უნდა დაიბრაწოს. თუ ზედაპირი მიხვდით, რომ ზედმეტად იწვება, გადააფარეთ ფოლგა.

  21. მზა პასკები გააგრილეთ.
  22. მანამდე კი მოამზადეთ მინანქარი. ათქვიფეთ 3 კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი. ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ 6 ს/კ შაქრის პუდრა. მინანქარი თეთრი და მბზინავი უნდა გამოვიდეს.

  23. კოვზით ან სილიკონის ფუნჯით წაუსვით პასკებს მინანქარი. ზემოდან კი მორთეთ დარჩენილი ჩირებითა და თხილებით. შედევრი მზად არის!


გემრიელად მიირთვით!