შოკოლადის ბისკვიტი
ამ რეცეპტით ძალიან ჰაეროვანი და ფაფუკი ბისკვიტი გამოდის. თანაც გემრიელი. ამიტომ FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად სცადოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კვერცხი- 4 ცალი
- ფქვილი- 100გ
- კაკაო- 50გ
- შაქარი- 200გ
- კარაქი- ფორმაზე წასასმელად
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა და გული გააცალცალკევეთ. ჯამი, რომელშიც ცილაა, მაცივარში შედგით რათა გაცივდეს და უკეთ აითქვიფოს.
- კვერცხის გულებს კი დაუმატეთ 100გ შაქარი და მიქსერის მაღალ სიჩქარეზე თქვიფეთ სანამ კრემისფერი არ გახდება.
- გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.
- კვერცხის ცილა გამოიღეთ მაცივრიდან და მიქსერით კარგად ათქვიფეთ, როდესაც ბეზე ამოვა ნელ-ნელა დაუმატეთ 100 გ შაქარი.
- გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.
- კვერცხის ცილა გამოიღეთ მაცივრიდან და მიქსერით კარგად ათქვიფეთ, როდესაც ბეზე ამოვა ნელ-ნელა დაუმატეთ 100 გ შაქარი.
- ბეზე მზადაა, როდესაც ჯამის ამობრუნების შემთხვევაშიც კი არ გადმოვარდება.
- კაკაო და გაცრილი ფქვილი ერთმანეთში აურიეთ.
- ცალკე ათქვეფილი კვერცხის გულები კოვზით, ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილ ცილას, შემდეგ კი დაუმატეთ ფქვილი და კაკაო.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში.
- აცხვეთ 170 გრადუსზე 30- 40 წუთის განმავლობაში.
- ცხობისას 25-30 წუთის განმავლობაში ღუმელის გამორთვა მიზანშეწონილი არ არის.
- როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, გადმოდგით ღუმელიდან. აცადეთ შეგრილება, ამოიღეთ ფორმიდან და გაჭერით 2-3 ფენად.
- ფენები დანამეთ, წაუსვით კრემი, ზემოდან მოასხით მინანქარი და მორთეთ ხილით.
გემრიელად მიირთვით!