როგორ გავაკეთოთ ტანსაცმლის ანტისტატიკი დამოუკიდებლად

როგორ გავაკეთოთ ტანსაცმლის ანტისტატიკი დამოუკიდებლად
უკვე მრავალი წლის განმავლობაში სინთეტიკური ტანსაცმელი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს, ტანსაცმლის უმეტესობა სინთეტიკური ბოჭკოებისგან შედგება, რომლის მთავარი მინუსი სტატისტიკური ელექტროენერგიის დაგროვებაა. ასეთი ტანსაცმელი სხეულს ეკვრის და სხვა ადამიანებს შეხების დროს ხშირად ტოკავს. მსგავსი რამ უსიამოვნოა, მაგრამ ასეთ მასალაზე უარის თქმა მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე შეუძლებელია. ამაზრზენი შეგრძნებების მოშორებაში ანტისტატიკი დაგეხმარებათ.

ანტისტატიკი რიგი ქიმიური ნაერთებისგან შედგება. მთავარი ელემენტი წყალი ან სპირტია.

ანტისტატიკის სასარგებლო თვისებები მხოლოდ ხელოვნურ ქსოვილზე არ ვრცელდება. სტატიკური ელექტროობის მოშორების კუთხით ის დადებით გავლენას ახდენს თმაზე, ავეჯსა და იატაკის ზედაპირზე. ასევე ანტისტატიკი მტვერს დიდხანს მოგაშორებთ და ავეჯს და ხალიჩას დეზინფექციას გაუკეთებს.

ანტისტატიკის სახეობები

გამოყენების სფეროს მიხედვით ანტისტატიკი გამოდის სპრეის, პასტის და კონდიციონერის სახით.

ანტისტატიკური სპრეით ტანსაცმელს შიგნიდან ნამავენ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ! ანტისტატიკი კოლგოტზე არ გამოიყენოთ – ასეთი მოქმედება ეფექტს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

ანტისტატიკური სპრეი გამოყოფს ტოქსინებს, უსიამოვნო და მძაფრ სუნს, ამიტომ რეკომენდებულია გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენობის განიავება შეგიძლიათ. მცირე ხნით განიავება ანტისტატიკით დამუშავებულ ნივთს არ დააზიანებს.

ეთილის სპირტზე დაფუძნებული ანტისტატიკური სპრეი ზოგჯერ ალერგიულ რეაქციას, თვალის გაღიზიანებას იწვევს.

მსგავსი საშუალების გამოყენების შემდეგ ტანსაცმელი დიდხანს და კარგად გარეცხეთ.

წყალზე დაფუძნებული ანტისტატიკი სპირტიანზე უფრო უსაფრთხოა და იდეალურია ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის.



კონცენტრირებული ანტისტატიკური პასტა გაზავებული სახით გამოიყენება. თხელი ხსნარით კაპრონს და ნეილონს ამუშავებენ. ზოგჯერ სითხეს პულვერიზატორით აფრქვევენ. ასეთი ვარიანტი ბეწვის ნაწარმზე სტატიკური ელექტროენერგიის მოსაშორებლად იდეალურად ითვლება.

უფრო თანამედროვე საშუალებაა კონდიციონერი – სავლები. მთავარი ფუნქციის შესრულების გარდა, ის ტანსაცმლის ფერზე გავლენას არ ახდენს და მას სინაზეს და სასიამოვნო არომატს მატებს.



ნებისმიერი ანტისტატიკური საშუალება ქიმიური დანამატებისგან შედგება და ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ამ მიზეზით ანტისტატიკის გამოყენება ყველასთვის რეკომენდებული არაა, თავად საშუალებას კი რიგი უკუჩვენება და უსაფრთხოების ზომები აქვს.

თუ რაიმე მიზეზით ანტისტატიკის გამოყენება დასაშვები არაა, არ ინერვიულოთ. მის გაკეთებას დამოუკიდებლად, სახლის პირობებში შეძლებთ. გამოცდილი დიასახლისების საიდუმლო ხრიკები არა მხოლოდ ალერგიის გამოვლენის დროს დაგეხმარებათ, არამედ მაშინაც, როცა საშუალება ყველაზე საჭირო მომენტში გაგითავდათ.

რით ჩავანაცვლოთ ანტისტატიკი სახლიდან გაუსვლელად

ანტისტატიკის ჩასანაცვლებლად სახლში უნდა იპოვოთ ნივთები, რომელთაც ანტისტატიკური თვისებები გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება:
  • საპონი
  • წყალი
  • ძმარი
  • სოდა
  • მარილი
  • კრემი
  • ლიმონი
  • თმის კონდიციონერი


მშრალი საპონი ტანსაცმელს შიდა მხრიდან წაუსვით. ეფექტის 24 საათი შენარჩუნდება. საპონმა შეიძლება ტანსაცმელი დასვაროს. ასეთი მეთოდი წინასწარ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ. ამისთვის საპონი ტანსაცმლის მცირე ნაწილს წაუსვით და გარე გამოვლინება აკონტროლეთ.

წყალს პულვერიზატორით ტანსაცმლის საჭირო მონაკვეთზე აფრქვევენ. სტატიკური ელექტროობის გასაქრობად ამ მეთოდის გამოყენებისას ორი ნაკლი აქვს:
  • გულმოდგინე ძალისხმევით ტანსაცმელს ძლიერ დაასველებთ;
  • ხანმოკლე ეფექტი;




უდაოდ, ამ მეთოდის უპირატესობა ხელმისაწვდომობა და სიმარტივეა.

მარილიანი ხსნარი.1 ჩ/კ მარილი 10 ლ წყალზე საკმარისია, რომ წარმოუდგენელი ეფექტი მიიღოთ.

ლიმონიანი წყალი ანტისტატიკური ფუნქციის გარდა, ტანსაცმელს მსუბუქ და ნაზ არომატს მატებს.

სოდა თქვენს აბრეშუმს სირბილეს და სასიამოვნო არომატს მიანიჭებს.

ძმარი დამატებით საპნის ნარჩენებს და უსიამოვნო სუნს გამოდევნის. რეკომენდებულია წყალში კონდიციონერის დამატებით გააზავოთ.

ქსოვილის დამარბილებელი წყალთან ერთად ეფექტური საშუალებაა სტატიკური ელექტროობის გასაქრობად. პულვერიზატორის გამოყენებით ხსნარით ქსოვილი დანამეთ.

კრემი სხეულზე საფარს ქმნის, ტენს იკავებს და სტატიკური ელექტროობისგან შესანიშნავად დაგიცავთ.

პროფილაქტიკა

ნივთებზე, ქსოვილებსა და მასალებზე სტატიკური ელექტროობის მოსაშორებლად საშუალებების გარდა მნიშვნელოვანი წესები და პრაქტიკული რეკომენდაციები არსებობს. მათ მიეკუთვნება რეცხვის დროს კონდიციონერის დამატება და არაქიმიური, ანტისტატიკური საშუალების პროფილაქტიკური გამოყენება.

სინთეტიკური ელექტროობა უყვარს კაპრონის, ნეილონის და ლავსანის ნაწარმს. შესაძლებლობის მიხედვით ეს ქსოვილები თქვენი გარდერობიდან ამოიღეთ. თუ ასეთი ნაბიჯი შეუძლებელია და ხელმიუწვდომელია, მათი გამოყენება შეამცირეთ. მისაღებია ნატურალური და სინთეტიკური მასალების ნარევის და ვარიანტების კომბინაცია. ჩანთაში საპნის ნატეხი ან კრემი ხელს არ შეგიშლით, სამაგიეროდ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დაგეხმარებათ.

ელექტროობის მაქსიმალურად შესაზღუდად სპეციალისტები მარტივი წესების დაცვას, სასარგებლო რეკომენდაციების გამოყენებას და ხისტი წყლის გამოყენების შემცირებას გირჩევენ.