როგორ გავაუთოოთ ტანსაცმელი სწრაფად, უთოს გარეშე: რჩევა, რომელიც ყველას გამოადგება!

როგორ გავაუთოოთ ტანსაცმელი სწრაფად, უთოს გარეშე: რჩევა, რომელიც ყველას გამოადგება!
არავის უყვარს ტანსაცმლის გაუთოება რადგან ეს საქმიანობა ძალიან ბევრ დროს მოითხოვს, თანაც ეს პროცედურა შესაძლოა სახიფათოც აღმოჩნდეს. იმისათვის, რომ დილაობით თქვენ ნაკლები დრო დახარჯოთ და ამასთანავე ტანსაცმელი წესრიგში გქონდეთ, FPAPARAZZI-ს რედაქციამ მოგიმზადათ ჯადოსნური-სპრეის რეცეპტი.

ის დაგეხამრებათ სწრაფად და რაც მთავარია უთოს გარეშე ტანსაცმელის დაუთოებაში. ეს ხრიკი ნამდვილ აღმოჩენად იქცევა მათვისაც, ვინც მუდმივად აგვიანებს სამსახურში სწორედ ამ ხანგრძლივი პროცესის გამო. მოცემული სპრეი არ ტოვებს ლაქებს, მალე შრება და მზადდება რამოდენიმე წამში.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • ცარიელი, სუფთა სპრეი-ბოთლი.
  • 1 სუფრის კოვზი თმის კონდიციონერი
  • 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი
  • 2 ჭიქა გამოხდილი წყალი


მომზადების წესი:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბოთლში და დაახურეთ თავსახური.

როგორ გავაუთოოთ ტანსაცმელი:
  1. თქვენ მომზადებული სითხე უდნა შეაშხუროთ ტანსაცმლის დაკუჭულ არეს, შემდეგ კი ხელით გაასწორეთ ტანსაცმელი და რამოდენიმე წუთით ჩამოკიდეთ საკიდზე. მანამ, სანამ ტანსაცმელი დაუთოვდება თქვენ შეგიძლიათ მილაგება დაიწყოთ.

  2. გაუთოების ასეთი მარტივი ხერხი თქვენ არასოდეს გამოგიყენებიათ. აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალება, რადგან ის ბევრად უსაფრთხოა და მოსახერხებელი, მაშინ როდესაც დროის ეკონომია გვჭირდება.