უნდა დაიმახსოვროთ ეს 5 შემთხვევა, როდესაც არ ღირს კონდიციონერის გამოყენება გადარეცხად!

უნდა დაიმახსოვროთ ეს 5 შემთხვევა, როდესაც არ ღირს კონდიციონერის გამოყენება გადარეცხად!
ჯერ კიდევ გუშინ სარეცხი კონდიციონერი რაღაც ველურობად გვესახებოდა. დღეს კი იშვიათად თუ დიასახლისი არ ისარგებლებს მისი სიკეთით. ხომ სასიამოვნოა გაეხვიო რბილ საბანში ან ფუმფულა სვიტერში. მაგრამ ყველა ნივთისათვის არ არის კონდიციონერი თანაბრად სასარგებლო. ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ შეიძლება სატარებლად უვარგისიც კი გახადოს. განვიხილოთ ასეთი შემთხვევები.

კონდიციონერი გარეცხვისათვის ძალზედ სასიამოვნო რამ არის. მაგრამ სანამ სულითა და გულით შეუდგებით საქმეს, დარწმუნდით რომ გასარეცხ ნივთებს შორის არ ჩანან...

1. მიკროფიბრა



მიკროფიბრა ყველაზე ხშირად გამოიყენება გაჯეტების დასუფთავება-მოვლისათვის განკუთვნილი ხელსახოცების დასამზადებლად. მასალა შემთხვევით არ არის შერჩეული: თავის ბოჭკოებში მტვერის დაჭერის უნარით მას შეიძლება მხოლოდ მტვერსასრუტი შეედაროს. ხელსახოცები უნდა გაირეცხონ, მაგრამ არა კონდიციონერის მეშვეობით. თორემ წარმოიქმნება ძალზედ თხელი ფენა მათ ზედაპირზე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მათ სუპერშესაძლებლობებს. ხელსახოციც და ტექნიკის ჩალითაც ხომ უბრალოდ უსარგებლო საგნებად იქცევიან.

2. სპორტული ტანსაცმელი



სპორტული ფორმის სხვადასხვა ელემენტებს შორის არის რაღაც საერთო: ხშირად მათ ამზადებენ სინთეტიკური მასალებისგან, რომლების იწოვენ ოფლს. სწორედ ამიტომ გრძნობთ თავს მშრალად და კომფორტულად ინტენსიური გარბენისა ან სპორტდარბაზში ვარჯიშის შემდეგაც კი. ხოდა სარეცხი კონდიციონერი ამცირებს ასეთი ქსოვილის მიერ ნესტის შთანთქმის უნარს. ასე რომ ფორმა პრაქტიკულად ყოველთვის ნესტიანი იქნება, რაც მის "არომატზეც" აისახება.

3. პირსახოცები



არ შეგიმჩნევიათ, რომ პირსახოცებს აეკიდათ ნესტის სუნი? მთავარი ეჭვმიტანილი ამ გავრცელებულ პრობლემაში არის თეთრეულისათვის განკუთვნილი კონდიციონერი. მიკროფიბრის მსგავსად აქაც წარმოიქმნება ფენა. სწორედ ამ უკანასკნელის გამო ნესტი ყოვნდება ბოჭკოებში, პირსახორცი ნორმალურად არც კი შრება და ჩნდება ეს არასასურველი სუნი. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს.

4. ცეცხლგამძლე ტანსაცმელი



ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ გასაოცარი თვისებების მატარებელი შეიძლება იყოს .... საბავშვო პიჟამო! ყოველ შემთხვევაში ეს ასეა, თუ იგი ნაყიდია ამერიკული და ევროპული ბრენდების მაღაზიებში. იქ ხომ მოქმედებენ სტანდარტები, რომლის თანახმად საბავშვო პიჟამოსთვის განკუთვნილი ქსოვილი გადის სპეციალურ დამუშავებას. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გაუთვალისწინებელი სიტუაციების დადგომისას ტანსაცმელს ცეცხლი არ მოეკიდოს. აი სწორედ ასეთი ტანსაცმლის გარეცხვა დაუშვებელია კონდიციონერით. ის ხომ ავნებს სწორედ იმ ჯადოსნურ გაჟღენთილ მასალას.

5. ტენის მომცილებელი ტანსაცმელი



კონდიციონერი არის როგორც ცეცხლგამძლე, ისე წყალგამძლე ტანსაცმელის მტერი. ის სწრაფად აქრობს ქსოვილში გაღენთილ ნივთიერებებს. ასე რომ საყვარელ საწვიმარს ან სნოუბორდის ტანსაცმელს ნუ გარეცხავთ კონდიციონერით. მკაცრად მისდიეთ ტანსაცმლის ეტიკეტის მოთხოვნებს!