როგორ მოვამზადოთ ალუბლისა და მოცხრის ფოთლების კონიაკი
რა შეედრება კენკრის კონიაკს გემოს სიმდიდრით? შავნაყოფიანი ცირცელის კენკრა, 33 ალუბლის, 33 ჟოლოსა და 33 შავი მოცხრის ფოთოლი - ნამდვილი ვიტამინების კონცენტრატი კენკრის არომატით.
გარდა უჩვეულო გემოსა, მას უამრავი სასარგებლო თვისებაც აქვს: ამცირებს სისხლის წნევას, აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
"ასფოთლიანი" კონიაკი შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად გახსნათ - იგი არც გურმანების წინაშე შეგარცხვენთ. ცალკე სიამოვნებაა იმის მოსმენა, თუ რისგან შეიძლება იყოს დამზადებული ეს გემრიელი სასმელი. ჩემს შემთხვევაში, ინგრედიენტები ვერავინ გამოიცნო.
ინგრედიენტები:
მომზადება
1. კარგად გარეცხეთ ფოთლები და ჩაალაგეთ დიდ ქვაბში.
2. დაასხით 800 მლ წყალი, დაახურეთ და დადგით ნელ ცეცხლზე. აადუღეთ მასა და ხარშეთ 30 წუთით.
3. გააგრილეთ და მოათავსეთ ფოჩები საცერზე, ოდნავ დააჭირეთ კოვზით.
4. ამის შემდეგ, შეგიძლიათ მასა გადაყაროთ. იგი აღარ დაგჭირდებათ.
5. დანარჩენ სითხეს დაუმატეთ შაქარი და ლიმონმჟავა. ოდნავ შეათბეთ, რომ გაიხსნას.
6. გაგრილებულ ნახარშს დაუმატეთ არაყი.
7. გადაწურეთ სითხე მარლის რამდენიმე ფენაში. ეს მას დაიცავს ნალექისგან, რაც სასმელს არამხოლოდ უფრო გემრიელს, არამედ უფრო მიმზიდველსაც გახდის.
8. სულ ეს იყო, ლალისფერი კონიაკი ალუბლის არომატით მზადაა.
გემრიელად მიირთვით!

- 33 შავი მოცხრის ფოთოლი
- 33 ალუბლის ფოთოლი
- 33 ჟოლოს ფოთოლი
- 1 ს.კ. შავნაყოფიანი ცირცელის კენკრა
- 1 ჭიქა შაქარი
- 0.5 ლ არაყი
- 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა