ტორტი „კრანჩინ მანჩინი“ - ცხობის გარეშე!
შავი შოკოლადის, მზესუმზირის და კენკრის საოცარი შეხამება ღირს იმად, რომ დახარჯოთ ცოტაოდენი დრო ამ დესერტის მოსამზადებლად. ამასთან ის რთული სულაც არ არის.
მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 10
მომზადების სირთულა: მარტივი
კალორიების რაოდნობა: 167 კკალ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
რჩევა: ამ ტორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორბლის, ბრინჯის ან სინდის ბურბუშელა. მზესუმზირის მაგივრად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ გოგრის გარჩეული თესლი.
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 10
მომზადების სირთულა: მარტივი
კალორიების რაოდნობა: 167 კკალ.
საჭირო მასალა:
- 150 გ შავი შოკოლადი
- 1 სტანდარტული შეკვრა ხმელი კენკრის ჟელე ან 10 გ ჟელატინი
- 250 მლ კენკრის წვენი
- 70 გ გარჩეული მზესუმზირა
- 30 გ ნებისმიერი სახეობის ბურბუშელა („ხლოპია“)
- 1 კგ კენკრა (მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და სხვა.)
მომზადების წესი:
- შოკოლადი დაამტვრიეთ პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ცეცხლგამძლე მინის ან კერამიკის ჭურჭელში. მაღალ ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოათავსეთ მასში შოკოლადიანი ჭურჭელი და გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე. თან ურიეთ.
- ცხელ გამდნარ შოკოლადში ჩყარეთ ბურბუშელა და მზესუმზირა. კარგად აურიეთ. მრგვალ ტორტის ფორმაში ჩააფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ კედლებზე გადმოეფინოს. ჩაასხით შოკოლადის მასა და მოასწორეთ ზედაპირი. მოათავსეთ მაცივარში 40 წუთით.
- კენკრა გარეცხეთ, გააშრეთ, გაარჩიეთ. გამოიღეთ ფორმა მაცივრიდან და გაანაწილეთ კენკრა შოკოლადის მასის ზედაპირზე.
- პატარა ქვაბში აადუღეთ 250 მლ წყალი, ჩაყარეთ მშრალი ჟელე, მოურიეთ და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მოასხით ჟელე ტორტს და შედგით 1 საათით მაცივარში.
რჩევა: ამ ტორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორბლის, ბრინჯის ან სინდის ბურბუშელა. მზესუმზირის მაგივრად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ გოგრის გარჩეული თესლი.
გემრიელად მიირთვით!