როგორ მოვხარშოთ უგემრიელესი ხუტკმელის მურაბა
ზურმუხტისფერი მურაბა, რომელიც ხურტკმელისგან შეგიძლიათ მოამზადოთ, ძალიან სასარგებლოა და გემრიელი. სურვილისამებ, შეგიძლიათ კენკრის გულები ნიგვზის პატარა ნაჭრებით ამოავსოთ. თუმცა მხოლოდ ხურტკმელის მურაბაც არანაკლებ გემრიელია.
მომზადების დრო- 2,30 სთ, მომზადების სირთულე- მარტივი.
საჭირო მასალა:
გემრიელად მიირთვით.
მომზადების დრო- 2,30 სთ, მომზადების სირთულე- მარტივი.
საჭირო მასალა:
- 2 მუჭა ალუბლის ფოთლებისა და 5 ჭიქა წყლის ნაზავი
- 1,4 კგ შაქარი
- 8 ჭიქა გარჩეული ხურტკმელი
- ხურტკმელი გარეცხეთ, მოაშორეთ ყუნწები. დაასხით ალუბლის ფოთლებისა და წყლის ნაზავი (ალუბლის ფოთლებს დაასხით წყალი და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში) ისე, რომ კენკრა დაიფაროს და 1 ღამით მოათავსეთ ცივ და ბნელ ადგილას.
- მეორე დღეს იმ სითხით, რომელიც ხურტკმელს დაასხით, მოამზადეთ დუჟინი. შემდეგ ჩაუმატეთ კურტკმელი და ხარშეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოხადეთ ქაფი. შედეგად ზურმუხტისფერ, უგემრიელეს მურაბას მიიღებთ.
გემრიელად მიირთვით.