ბანანისა და შვრიის ბლინები ალუბლის სოუსით

ბანანისა და შვრიის ბლინები ალუბლის სოუსით
fpaparazzi სწრაფად მოსამზადებელი გემრიელი ბლინების რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • 2 ბანანი
  • 4 კვერცხი
  • ½ ჭიქა შვრია
  • ცოტა დარიჩინი
  • 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი

ალუბლის სოუსისთვის:
  • 280-300 გ უკურკო ალუბალი
  • ½ ჭიქა წყალი
  • ნახევარი ლიმონის ცედრა
  • თაფლი გემოვნებით
  • 2 ჩ.კ სახამებელი


მომზადების წესი:
  1. პატარა ჯამში მოათავსეთ სოუსის ყველა ინგრედიენტი.
  2. დაახურეთ თავსახური და 5-10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე დადგით. შიგადაშიგ ურიეთ.
  3. თუ სახამებლის გამო სოუსი ძალიან სწრაფად გასქელდება, შეგიძლიათ წყალი დაამატოთ.
  4. ბლინისთვის საჭირო ინგრედიენტები დააბლენდერეთ, თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.
  5. მიირთვით დაჭრილ ბანანთან და ალუბლის სოუსთან ერთად.