შავი ქლიავის ტყლაპი - სასარგებლო და გემრიელი ტკბილეული

შავი ქლიავის ტყლაპი - სასარგებლო და გემრიელი ტკბილეული
fpaparazzi მარტივი, სასარგებლო და ძალიან გემრიელი ქართული ტკბილეულის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • შაქარი 1 /კ
  • ახალი შავი ქლიავი 1 კგ


მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ შავი ქლიავი და გააშრეთ. გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკა.
  2. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.
  3. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან გადაწურეთ (ნახარში შეინახეთ), ქლიავი კი მოათავსეთ საწორზე.
  4. გაატარეთ მოხარშული ქლიავი საწურზე, დაუმატეთ შაქარი.
  5. გადაიტანეთ მიღებული მასა ქვაბში, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.
  6. მაგიდაზე გაშალეთ სუფთა თილო, თხელ ფენად გადაიტანეთ ხილის მასა და თანაბრად გაასწორეთ.
  7. მოათავსეთ ტყლაპი 2-3 დღე ისეთ ოთახში, რომელიც ნიავდება.
  8. როცა მასა გამაგრდება, ფრთხილად გააცალკევეთ ტილოსგან და გადააბრუნეთ.
  9. როცა ტყლაპი ბოლომდე გაშრება, დაისველეთ ხელები ქლიავის ნახარშში და წაუსვით ტყლაპის მთელ ზედაპირზე.
  10. გადაახვიეთ რულეტად და შეინახეთ ბნელ ადგილას.