საუკეთესო ოსპის წვნიანის მომზადების მარტივი საიდუმლოება

საუკეთესო ოსპის წვნიანის მომზადების მარტივი საიდუმლოება
თურქული სამზარეულო დახვეწილი გემოს და არომატის მქონე მრავალფეროვანი კერძებით სავსეა. კულტურათა შერევის გამო ადგილობრივი მზარეულები აღმოსავლეთის და დასავლეთის ტრადიციების გაერთიანებას წარმატებით ახერხებენ. სურნელოვანი სუნელების ოსტატურად გამოყენებით თურქები გულით ამზადებენ: გემრიელად და გულუხვად.

ქვეყანაში სხვადასხვა პარკოსანი პროდუქტი მოყავთ, რომელთა შორის განსაკუთრებით პოპულარულია ოსპი. მერჯიმეკ ჩორბასი - თურქული სუპ-პიურეა, რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც ოსპის წვნიანი. ეს წარმოუდგენლად სასარგებლო და მკვებავი წვნიანია, რომელიც დახვეწილ გურმანებსაც კი მოეწონებათ.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ თურქული ოსპის წვნიანი: გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი კერძი.

წვნიანი წითელი ოსპით



ინგრედიენტები:
  • 200 გრ წითელი ოსპი
  • 1 ლ წყალი
  • ხახვი
  • სტაფილო ან გოგრა
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ჩ/კ წითელი წიწაკა
  • ლიმონის წვენი
  • ფქვილი
  • სიმინდი
  • მარილი



მომზადება:
  1. ბოსტნეული დაჭერით. ხახვი საშუალო ზომაზე დაჭერით, ისე როგორც სუპ-პიურეს მომზადების დროს. გოგრა ან სტაფილო მცირე ზომის კუბებად დაჭერით, ასე კარგად მოიხარშება. შემდეგ უნდა დააბლენდეროთ, ამიტომ შეგიძლიათ მსხვილი ნაჭრებიც გამოიყენოთ.
  2. ხახვი სიმინდთან ერთად კარაქში შეწვით. ამის შემდეგ ფქვილი დაუმატეთ: 1 ს/კ ფქვილი 1 ს/კ მზა ხახვზე.
  3. სანელებლები მოაყარეთ: ნახევარი ჩაის კოვზი წიწაკა და ძირა. ამის შემდეგ პომიდვრის პასტა და აჯიკა დაუმატეთ.
  4. ჩვენი კერძის მთავარი პროდუქტი - ოსპი გარეცხეთ და 1 ჭიქა მარცვლეულს 1 ლ წყალი დაასხით.
  5. წყლის დასხმამდე ოსპი ბოსტნეულთან ერთად ოდნავ შეწვით. დაე, წვნიანი 10-15 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღდეს.
  6. წვნიანი დააბლენდერეთ. თქვენ პიურე უნდა მიიღოთ. ლიმონის წვენი და მარილი აუცილებლობის მიხედვით დაუმატეთ.
  7. სუნელები მოამზადეთ: აჯიკის, პაპრიკის და წიწაკის ნარევი. ინგრედიენტები წინასწარ კარაქში შეწვით და წვნიანს დაუმატეთ.

ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, თუ სტალიკ ხანკიშიევი როგორ ამზადებს ოსპის სუპ-პიურეს თურქული რეცეპტით.

გემრიელი თურქული სუპ-პიურე „მერჯიმეკ ჩორბასი“ მზადაა. სასურველია, წვნიანი სუფრაზე ლიმონის ნაჭრებთან ერთად გაიტანოთ. წითელი ოსპი და გოგრა მსუბუქი, მაგრამ გემრიელი პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით აავსებენ. გემრიელად მიირთვით!