„ვასპნაპური“ - ნოყიერი და გემრიელი სომხური წვნიანი

„ვასპნაპური“ - ნოყიერი და გემრიელი სომხური წვნიანი
fpaparazzi სასარგებლო და გემრიელი სომხური ნაციონალური კერძის რეცეპტს გთავაზობთ.

მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 289 კკალ

საჭირო მასალა:

  • 4 ს/კ წითელი ოსპი
  • 0,5 ჭიქა ქიშმიში
  • ოხრახუში
  • შავი დაფქული პილპილი
  • 0,5 ჭიქა ნიგოზი
  • ქინძი
  • ხახვი
  • მარილი
  • 4 ს/კ ბრინჯი
  • ზეთი 2 ს/კ


მომზადების წესი:

  1. ოსპი და ბრინჯი გარეცხეთ თბილ წყალში.
  2. ქვაბში აადუღეთ 1,5 ლ წყალი, დაუმატეთ მარილი, ჩაყარეთ ოსპი და ბრინჯი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  3. შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ 7 წუთის განმავლობაში.
  4. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წმინდად.
  5. ქიშმიში გარეცხეთ, ნიგოზი დაჭერით წვრილად.
  6. გაახურეთ ტაფაზე ზეთი, მოხრაკეთ ხახვი 4 წუთის განმავლობაში.
  7. გადაიტანეთ ქვაბში მოხრაკული ხახვი, ქიშმიში და ნიგოზი. ხარშეთ 5 წუთი.
  8. მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წვრილად.
  9. დაუმატეთ წვნიანს მწვანილი და შავი პილპილი.
  10. მაღალ ცეცხლზე აადუღეთ და მაშინვე გამორთეთ. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!