არომატული და ძალიან სასარგებლო გოგრის კრემ-სუფი
fpaparazzi ნოყიერი, გემრიელი და რაც მთავარია, სასარგებლო წვნიანის რეცეპტს გთავაზობთ... მოამზადეთ, სანამ გოგრის სეზონია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ხახვი 1 ცალი
- სტაფილო 3-4 ცალი
- გოგრა 700 გ
- ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
- ხორცის ბულიონი 1,5 ლ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- სტაფილო და ხახვი დაჭერით კუბიკებად. გაფცქვენით გოგრა, დაჭერით კუბიკებად.
- თხელძირიან ქვაბში გააცხელეთ ზეთი, მოხრაკეთ ხახვი, დაუმატეთ სტაფილო და გოგრა. თუშეთ 5 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
- დაუმატეთ ქვაბში ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ ბოსტნეული, სანამ გოგრა არ დარბილდება. მოაყარეთ მარილი.
- მზა წვნიანი დააბლენდერეთ, დაუმატეთ ნაღები და ერთხელ წამოადუღეთ.
- სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!