როგორ მოვამზადოთ ტრადიციული თურქული სასმელი აირანი?

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული თურქული სასმელი აირანი?
fpaparazzi გთავაზობთ ტრადიციული თურქული სასმლის, აირანის რეცეპტს. ვისაც გიყვართ თურქული სამზარეულო, ჩაინიშნეთ!
საჭირო მასალა:
  • მაწონი 150 გ
  • წყალი 50 მლ
  • მარილი

მომზადება:
  1. ერთმანეთს შევურიოთ მაწონი და ანადუღარი, ცივი წყალი - უმჯობესია, თუ გავთქვეფთ ბლენდერში ან მიქსერით, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ.
  2. დავუმატოთ დანის წვერით მარილი და შევდგათ მაცივარში.
  3. სერვირების წინ აირანს ყინულის 1-2 კუბი დავუმატოთ.
  4. შესანიშნავი საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად.
  5. გავითვალისწინოთ, რომ წყალი მაწვნის რაოდენობის 1/3 უნდა იყოს, მარილის რაოდენობა კი გემოვნების მიხედვით შეგვიძლია ვარეგულიროთ.

გემრიელად მიირთვით!