ჰიპეასტრუმის მოვლის მთავარი წესები სრული ციკლის მანძილზე - ისწავლეთ და აყვავილეთ მცენარე მთელი სეზონი

ჰიპეასტრუმის მოვლის მთავარი წესები სრული ციკლის მანძილზე - ისწავლეთ და აყვავილეთ მცენარე მთელი სეზონი
მცენარე ჰიპეასტრუმი მიეკუთვნება ამარილისების ოჯახს.არსებობს ჰიპეასრუმის 90-მდე სახეობა.ყვავილის სახელწოდება შედგება ორი ბერძნული სიტყვის ფუძისგან,რაც თარგმანში ნიშნავს ‘’მხედარს’’ და ‘’ვარსკვლავს’’.ხშირად ჰიპეასტრუმი ერევათ ამარილისში.მაგრამ უნდა იცოდეთ,რომ ამარილის ბელადონა /გვარის ერთადერთი წარმომადგენელი/ ბუნებაში იზრდება აფრიკის სამხრეთში,ჰიპეასტრუმი კი - ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში,ამაზონის აუზში.ამარილისი და ჰიპეასტრუმი ნათესავები არიან,რომლებიც ერთ ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნებიან,მაგრამ სხვადასხვა გვარს წარმოადგენენ.ევროპაში ჰიპეასტრუმი შეტანილი იქნა XVI საუკუნეში,1799 წელს კი გამოჩნდა პირველი ჰიბრიდი - ჯონსონის ჰიპეასტრუმი.

სიმჭიდროვის წესი
სიმჭიდროვის წესი
სიმჭიდროვის წესი

იცით რატომ არ ყვავის ჰიპეასტრუმი? ყველაზე ხშირად მთავარი მიზეზი - დიდი ბოლქვი ან შეუსაბამო ქოთანია.

ჰიპეასტრუმის ქოთანი ვიწრო უნდა იყოს, მჭიდრო. შეამოწმეთ შემდეგნაერად: როდესაც ბოლქვი ქოთანში იმყოფება მას კიდეებამდე ორი სანტიმეტრი უნდა აშორებდეს. მაქსიმუმ თითი ეტეოდეს თავისულად.
სასურველია ქოთანი იყოს მაღალი. რადგან სანერგე ნედლეული - ეს არა მხოლოდ ბოლქვია, არამედ გრძელი ფესვებიც.


სიღრმის წესი
სიღრმის წესი
სიღრმის წესი

როდესაც ქოთანი ნაყიდია და ბოლქვიც მომზადებულია, უნდა მოვამზადოთ ნადაგის ნაზავი. ოფტიმალური ვარიანტია - ფოთლოვანი კომპოსტი კორდის მიწასთან ერთად პროპორციით 2:1 და პლიუს ცოტაოდენი ქვიშა.

ქოთნის ძროზე - დრენაჟის კარგი ფენა, შემდეგ მკვებავი სუბსტრატი. მასზე მოათავსეთ ბოლქვი და დაიწყეთ მიწის ჩაყრა, მიწის ყოველი ფენა დატკეპნეთ.
ახლა კი ყურადღებით! ბოლქვის მესამედი მიწის ზედაპირის ზემოთ უნდა დარჩეს - ეს კანონია.




წყურვილისა და შიმშილის წესი
წყურვილისა და შიმშილის წესი
წყურვილისა და შიმშილის წესი

ახალ დარგული ბოლქვი მორწყეთ ფრთხილად ისე, რომ წყალი მიწას დაესხას და არა დარგულ მცენარეს. წყალი მანამდე უნდა დაასხათ სანამ ქვევიდან არ გამოჟონავს. განათავსეთ ქოთანი მყუდრო ადგილას და დააკვირდით.
ამის შემდეგ ჰიპეასტრუმის მორწყვა არ შეიძლება! არც მისი კვება არ შეიძლება. მცენარე დიეტაზე უნდა ვამყოფოთ მანამ, სანამ კვირტი არ გამოჩნდება, კვირტის გასკდომის შემდეგაც არაფერი არ მოიმოქმედოთ.

როდესაც კვირტი გაიზრდება 10 სანტიმეტრამდე, ჰიპეასტრუმი მოათავსეთ ფანჯრის რაფაზე. ახლა უკვე შეგიძლიათ მორწყათ. რათქმაუნდა უმჯობესია ძროდან მორწყათ, რომ ბოლქვი არ დაასველოთ. თუმცა ამ ეტაპზე კვება მიზანშეწონილი არ არის.



კვების წესი
კვების წესი
კვების წესი

ბოლქვის დარგვიდან ყვავილობამდე 1-1,5 თვე გადის. ამ პერიოდის მანძილზე მცენარის კვება და განებივრება რეკომენდირებული არ არის. მას შემდეგ რაც ჰიპეასტრიმი აყვავდება, გამოკვებეთ ფოსფორ-კალიუმის სასუქით ყოველ მეათე დღეს. ასე გააგრძელეთ თებერვალიდან მაისამდე.

ამის შემდეგ ჰიპეასტრუმი ყვავილობას რჩება და ფოთლებს გამოისხავს. ყვავილებს უმჯობესია ხელი არ ახლოთ, გახმენ ბუნებრივი გზით. ამ პერიოდში ვაგრძელებთ მორწყვასა და კვებას, მაგრამ სასუქი შეგვაქ უფრო იშვიათად.

ჰიპეასტრუმის ბოლქვი საკვებ ნივთიერებებს ფოთლებიდან იღებს, ამგვარად ირებს ძალას შემდეგი ყვავილობისთვის.
დაახლოებით სექტემბერში ფოთლები გამოშრობას დაიწყებს. ოქრომბრისთვი უკვე ყვალა ჩამოცვივდება, სწორედ ოქტომბრიდან უნდა შეწვიტოთ მისი მორწყა და კვება. მცენარებ 1-2 თვე უნდა დაისვენოს.

ამის შემდეგ კვლავ ვანთავსებთ ახალ გრუნტში და ვიმეორებთ მთელს ციკლს თავიდან. თუკი ბოლქვს პერიოდულად ჩავრგავთ, მაშინ მთელი ზამთარი და გაზაფხული მცენარე ყვავილობით გაგვახარებს.

შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ჰიპეასტრუმი. თქვენ უკვე იცით მისი მოვლის მთავარი წესები.