3 რჩევა, ჰიპეასტრუმმა უხვად რომ იყვავილოს

Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ 3 რჩევას, რომლების წყალობითაც ჰიპეასტრუმი უხვად იყვავილებს.
- ჰიპეასტრუმმა კარგად რომ იყვავილოს, სწორად უნდა შერჩეს ქოთანი. მისი დიამეტრი მცენარის ბოლქვზე 2-3 სანტიმეტრით დიდი უნდა იყოს.
- სიფრთხილე გმართებთ სასუქთან მიმართებაში. ისინი მცენარის ზრდას უწყობს ხელს და ყვავილობას პირიქით, ახშობს. მორწყვაც ზომიერი უნდა იყოს, მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ზედა ფენა გაშრება.
- და რაც მთავარია, ყვავილობისთვის, მცენარე უნდა დაასვენოთ. ამისათვის სექტემბრიდან უნდა შეწყვიტოთ მორწყვა და სასუქის შეტანა, რათა ფოთლები გაყვითლდეს. როდესაც ფოთლები გახმება, მოჭერით და დადგით ქოთანი ბნელ ადგილას 2-3 თვით.