როგორ მოვამზადოთ ლუდზე უგემრიელესი მისატანებელი მდნარი ყველით და კიდევ რამოდენიმე ინგრედინეტით.
ლუდთან კარგი მისატანებელი არა მხოლოდ ჩიფსები, სუხარი ან თევზი შეიძლება იყოს. დღეს ჩვენ მოგიმზადეთ გემრიელი ყველის ორცხობილის რეცეპტი, რომელიც საკმაოდ სწრაფად მზადდება და შესანიშნავად მიეტანება ლუდს.
ყველის ორცხობილის რეცეპტი
თქვენ დაგჭირდებათ:
გახეხეთ მდნარი ყველი სახეხზე
თავდაპირველად საჭიროა გახეხოთ მდნარი ყველი. შემდეგ ცილა და კვერცხის გული განაცალკავეთ და გული შეურიეთ ყველის მასას. დაუმატეთ მარილი, შაქარი, ფქვილი - საფუართან ერთად. გულდასმით გადაურიეთ. თუ ცომი წებოვანია - დაუმატეთ კიდევ რამოდენიმე კოვზი ფქვილი.
დაჭერით რულეტად დამრგვალებული ცომი ნაჭრებად.
ცომი აუცილებლად უნდა ამოზილოთ და მიიღოთ მართკუთხედი. გაჭერით ის შუაზე. გაჭრილი ცომი დაახვიეთ რულეტის ფორმად და შემდეგ დაჭერით ნაჭრებად.
დაალაგეთ ნაჭრები წინასწარ კარაქწასმულ (ან მარგარინი) საცხობ ურნაზე, მოაყარეთ გემოვნებით სეზამი ან ყაყაჩო და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
ყველის მარილიანი ორცხობილა შესანიშნავი შესატანებელია ლუდთან.
მიღებული მარილიანი ყველის ორცხობილა შესანიშნავი მისატანებელია ლუდთან. თუ ორცხობილის უფრო ტკბილი ვარიანტი დაგჭირდებათ, საკმარისია დააკლოთ მარილის რაოდენობას და დაუმატოთ შაქარი. გემრიელად მიირთვით.
ლუდთან მისატანებელი, ყველის ორცხობილის რეპცეტი.
თქვენ დაგჭირდებათ:
- მდნარი ყველი - 200 გრ
- კვერცხნი - 1 ცალი
- მარგარინი ან კარაქი - 100 გრ
- შაქარი - 1 ჩ/კ
- მარილი - 0,5 ჩ/კ
- საფუარი - 1 ჩ/კ
- ფქვილი - 1 ჭიქა
- სეზამი ან ყაყაჩო გემოვნებით.