საუცხოო ყველის სუპი ფრანგულ მანერზე: ერთდოულად მსუბუქიც და ნოყიერიც

საუცხოო ყველის სუპი ფრანგულ მანერზე: ერთდოულად მსუბუქიც და ნოყიერიც
Fpaparazzi-ს რედაქცია განაგრძნობს რეცეპტების გამარტივებას და დღეს გთავაზობთ ბევრი დიასახლისისთვის საყვარელი ყველის სუპის ახალ ვარიანტს. მთავარი ხრიკი კი ძვირად ღირებული ედამისა და ნაღების ხელმისაწვდომი მდნარი ყველით ჩანაცვლებაა. ფრანგული სუპი ქათმის ბულიონზე იხარშება.

ინგრედიენტები:

  • 2 ლიტრი ქათმის ბულიონი
  • 5 კარტოფილი
  • 3 ცალი მდნარი ყველი
  • 2 სტაფილო
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 კონა კამა


მომზადება:

  • დაჭერით ხახვი, მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ დაჭრილი ნიორი.
  • დაასხით ქათმის ბულიონი, დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
  • გახეხეთ ყველი, წვრილად დაჭერით კამა. დაუმატეთ ყველი ქვაბში და ხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ მწვანილი.


  • გემრიელად მიირთვით!