ყველის სუპი ფრანგულად
ამ კერძის 100-ზე მეტი სახეობა არსებობს. FPAPARAZZI-მა ფრანგული ვერსია შეგირჩიათ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- 400-500 გ ქათმის ფილე
- 200გ მდნარი ყველი
- 400გ კარტოფილი
- 150გ ხახვი
- 180გ სტაფილო
- კარაქი
- მარილი, პილპილი, მწვანილი, დაფნის ფოთოლი
მომზადების წესი:
- მოზრდილი ზომის ქვაბში ჩადეთ ფილე, დაასხით წყალი და მოხარშეთ.
- როდესაც ბულიონი ადუღდება, დაუმატეთ 1 ჩ.კ მარილი, შავი წიწაკის რამდენიმე მარცვალი და 3 დაფნის ფოთოლი.
- ადუღებიდან ხარშეთ 15-20 წუთით.
- შემდეგ კი ბულიონიდან ხორცი ამოიღეთ.
- კარტოფილი და ხახვი დაჭერით კუბებად. სტაფილო გახეხეთ.
- ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
- მდნარი ყველი გახეხეთ სახეხზე.
- ბულიონში ჩაამატეთ კარტოფილი.
- ხახვი და სტაფილო ზეთში მოთუშეთ.
- დაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი.
- შემდეგ დაუმატეთ ბულიონს და ხარშეთ კიდევ 5-7 წუთი.
- შემდეგ ბულიონს დაუმატეთ დაჭრილი ხორცი და ხარშეთ 3-4 წუთი და დაამატეთ მდნარი ყველი.
- შემდეგ კარგად მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით
გემრიელად მიირთვით.