უგემრიელესი ორცხობილები მდნარი ყველით
Fpaparazzi გთავაზობთ ორცხობილების რეცეპტს, რომელიც პირში დნება. განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს და გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 2 შეკვრა (100გრამიანი) მდნარი ყველის ფირფიტები
- 1,5 ჭიქა ფქვილი
- 1კვერცხი
- 75 გ დარბილებული კარაქი
- საცხობი ქაღალდი.
მომზადების წესი:
- ყველის ფირფიტები გახეხეთ სახეხზე, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, დარბილებული კარაქი და ხელით მოზილეთ.
- მიიღებთ ფაფუკ ცომს, რომელიც 30 წუთის განმავლობაში უნდა მოათავსოთ მაცივარში.
- საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ცომი გააბრტყელეთ 3-5 სმ დიამეტრზე და გამოჭერით სასურველი ფორმები.
- დააწყვეტ საცხობ ფორმაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!