მყეფავი და გახანგრძლივებული ხველის სამკურნალო, ხალხური საშუალებები
ქრონიკული ბრონქიტი მაქვს, აცივდებოდა თუ არა, ისეთი ხველა მეწყებოდა, არ მაძინებდა. ბოლოს როგორც იქნა, გავიგე, რომ მკერდისმიერ, მყეფავ ხველას თალგამი არჩენს.
- აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის თალგამი და წმინდად გახეხეთ, მიღებულ ფაფას გამოადინეთ წვენი და დაამატეთ თაფლი. 1 ჭიქა წვენზე 100 გრამი თაფლია საჭირო. უნდა მიიღოთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
- გახანგრძლივებული ხველისას, განსაკუთრებით - ვირუსული ინფექციების შემდეგ, კარგია რძეში მოხარშული ლეღვის ჩირის ნახარში:
- 7-8 ცალი ლეთვის ჩირი უნდა მოხარშოთ 2 ჭიქა რძეში და თბილ-თბილი ნახარში ძილის წინ დალიოთ.
განსაკუთრებით უხდება ანგინით ხშირად მოავადე ბავშვებს. სცადეთ ხახვის ნაფცქვენიც: - მშრალი ხახვის ნაფცქვენი დააქუცმაცეთ, 3 ჩაის კოვზი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, დააყენეთ 4 საათით, გაფილტრეთ და დროდადრო ყელში გამოივლეთ.
- გახანგრძლივებული მკერდისმიერი ხველის დროს მკერდი დაიზილეთ მაუდის მშრალი ნაჭრით, შემდეგ კანში კარგად შეიზილეთ ღორის მუცლის ქონი ან გამდნარი ნაღების კარაქი. თუ გაქვთ, დაამატეთ ცაცხვის ზეთიც.
- აიღეთ ჭვავი, შვრია, ქერი ან ვარკაჭაჭა და გარჩეული მწარე ნუში, დაფქვით, ყავასავით მოადუღეთ და დალიეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცხელი რძე.
- თალგამის წვენი აადუღეთ, დაატკბეთ შაქრით ან თაფლით და დალიეთ. შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ცოტაოდენი რომი ან კონიაკი. მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, უზმოზე.
- თალგამის ან სტაფილოს წვენს დაამატეთ იმავე მოცულობის რძე ან თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი სუფთა თაფლი, კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში რამდენჯერმე.
- ნახველის გამოყოფის გასაადვილებლად მიიღეთ თაფლგარეული წითელი მოცვის სიროფი.