ხალხურ მედიცინაში ხველების სამკურნალო რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს მივაგენი
ჩემი უფრო ბიჭუნა ხშირად ცივდებოდა, მაშინვე ხველა უვარდებოდა და საშინელ ბრონქიტში გადაეზრდებოდა ხოლმე. ამდენ წამალს ან რა ჯიბე აუდიოდა, ან რა ჯანმრთელობა... იძულებული გავხდი, ხალხური საშუალებების ძებნა დამეწყო და რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს მართლაც მივაგენი. იქნებ სხვებსაც გამოადგეთ:
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი კარაქი, 2 კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი სუფთა თაფლი, ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიიღეთ დღეში რამდენჯერმე თითო ჩაის კოვზი.
- აიღეთ 1 წილი თალგამის ან სტაფილოს წვენი, დაამატეთ 1 წილი რძე ან თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.
- ნახველის გასათხიერებლად და ამოსახველებლად ძალიან კარგია წითელი მოცვის სიროფი თაფლით.
- კარგია გოგლი-მოგლიც: კვერცხის გულებს კარგად შეათქვიფეთ შაქარი და დაუმატეთ ცოტაოდენი კონიაკი. მიეცით ბავშვს უზმოზე და ჭამის წინ დღეში რამდენჯერმე.
- გახანგრძლივებული მკერდისმიერი ხველის დროს მკერდი დაიზილეთ მაუდის მშრალი ნაჭრით, შემდეგ კანში კარგად შეიზილეთ ღორის მუცლის ქონი ან გამდნარი ნაღების კარაქი. თუ გაქვთ, დაამატეთ ცაცხვის ზეთიც.
- აიღეთ ჭვავი, შვრია, ქერი ან ვარდკაჭაჭა და გარჩეული მწვანე ნუში, დაფქვით ყავასავით მოადუღეთ და დალიეთ. შეგიძლიათ, ცხელი რძეც დაამატოთ.
- ძალიან კარგია მოდუღებული, შაქარ ან თაფლგარეული თალგამის წვენიც.