მცენარეული შარდმდენი საშუალებები, რომლებსაც თირკმლის დაავადების დროს შარდის გამოყოფის გაუმჯობესება შეუძლიათ
რამდენიმე წლის წინ ავად გავხდი. ერთ ავადმყოფობას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე... მოკლედ, თუკი რამ ფარული სნეულება მჭირდა, ყველაფერმა ერთად წამოყო თავი. ექიმებმა იმდენი წამალი გამომიწერეს, 2 თაბახი არ ეყო... მათ შორის იყო შარდმდენი საშუალებებიც. მეგობარმა მირჩია, მცენარეული შარდმდენი მიმეღო. დავუჯერე და არც მინანია. მინდა, თქვენც გასწავლოთ მათი მომზადება:
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი გრძელწვერა ღვიის ნაყოფი, 1 სუფრის კოვზი ცერეცოს თესლი და 1 სუფრის კოვზი ძირტკბილა. დაასხით 4 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 5 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე და 15 წუთი ხარშეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
გაითვალისწინეთ: ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება ორსულობის, თირკმელებისა და საშარდე გზების მწვავე ანთებითი პროცესის დროს. - ვიღებთ 2 სუფრის კოვზ კამის თესლს და 1 კონა კამას, ვჭრით, ვყრით მომინანქრებულ ქვაბში, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთით ვდგამთ წყლის აბაზანაზე. ვაცივებთ, ვწურავთ და ვიღებთ 1/3 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
- 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ნახევარი საათის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
- აიღეთ თითო სუფრის კოვზი ფშინესკალის ფესვი, ოხრახუშის ფესვი, ძირტკბილას ფესვი და გრძელწიწვა ღვიის ნაყოფი. ეს ყველაფერი დააქუცმაცეთ, დაასხით 4 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 6 საათს, შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოდგით, 15 წუთს ხარშეთ და გააცივეთ. მიიღეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა რამდენიმე ულუფად. აკრძალულია ორსულობის, ასევე-თირკმლისა და შარდსადინარი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს.
- 80 გ გარეცხილ ოხრახუშს გადაავლეთ მდუღარე წყალი და დაჭერით. ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით იმდენი რძე, რომ მთლიანად დაფაროს. შედგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ გაფილტრეთ. უნდა სვათ მთელი დღის განმავლობაში, საათში ერთხელ, 1-2 სუფრის კოვზი.