თუ ზამთარმა გამოგფიტათ აღიდგინეთ ძალ-ღონე მცენარეული საშუალებებით
ზამთრის შემდეგ დაღლილობას, გამოფიტვასა და ენერგიის ნაკლებობას ბევრი უჩივის. ზოგს მუშაობა აღარც კი შეუძლია. ასეთი რამ ყოველ გაზაფხულზე თავად მემართება, მდგომარეობიდან გამოსვლაში კი ეს საშუალებები მეხმარება:
- 1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვს, ღეროსა და ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. სვით 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში.
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
- კარგია კაკლის ფოთოლთა ნაყენიც: 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.
- 2 სუფრის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ნიახურს (ფოთოლს) დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
- 1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 2 საათი გააჩერეთ. უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ამ ჩაის სმა განუსაზღვრელი ხნით შეიძლება. - ვიღებთ თანაბარი რაოდენობის (დაახლოებით 200 გრამ) კურაგას, ქიშმიშსა და შავი ქლიავის ჩირს, ნახევარ ჩაის ჭიქა ნიგოზს, ვურევთ ერთმანეთში და ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ვუმატებთ 5 სუფრის კოვზ თაფლს და კარგად ამოვურევთ. ვასხმათ მინის ქილაში და თავდახურულს ვდგამთ მაცივარში . ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 1-ხელ სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში. შესაძლოა, მეტხანსაც. ეფექტი ნელ-ნელა გახდება შესამჩნევი, თუმა დიდხანს გასტანს.