მივაგენი რამდენიმე მეთოდს, რომელმაც კლიმაქტერული მდგომარეობა საგრძნობლად შემიმსუბუქა.
50 წლისას კლიმაქსი დამეწყო და, რაღა დაგიმალოთ, ძალიან შემაწუხა. ალების გამო შინიდან ცხვირს ვერ ვყოფდი -მრცხვენოდა, რადგან როდესაც ყველას სციოდა, მე, აწითლებული და გაოფლიანებული, სიგრილესა და ცივ წყალს ვეძებდი. დღეს კლიმაქსის საწინააღმდეგო უამრავი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ მათი შეძენის საშუალება არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებით მემკურნალა. მივაგენი რამდენიმე მეთოდს, რომელმაც მდგომარეობა შემიმსუბუქა. მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო.
- 1 სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ სალბს დაასხით ორი ჭიქა ადუღებული წყალი. ადუღეთ 1-2 წუთის განმავლობაში. სვით ჩაისავით ყოველი ჭამის დროს - დილით, შუადღისას და საღამოს. მკურნალობის კურსი 12-15 დღეა. შემდეგ 1-2 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. მიიღეთ წამოხურების დროსაც.
- აიღეთ წითელი კუნელის თანაბარი რაოდენობის ყვავილი და ნაყოფი, კარგად აურიეთ, 3 სუფრის კოვზს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. 2 საათით დადგით სითბოში და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
- 50 გრ გულყვითელას მშრალ, დაფქულ ყვავილს დაასხით 1/2 ლ 70 პროცენტიანი სპირტი. დააყენეთ 14 დღე, ბნელ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ, გაწურეთ. მიიღება 20-30 წვ წყალთან ერთად. 3-ჯერ დღეში. ჭამამდე. სასარგებლოა კლიმაქტერულ პერიოდში თავის ტკივილის დროს, ძილის მოსაწესრიგებლად, შრომისუნარიანობის ასამღლებლად, გულის არეში ტკივილის დროს, შეშუპების დროს.
- 1 ს/კ დედოფლისთითას მშრალ ბალახს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. ნახევარი დალიეთ ჭამამდე 10 წთ-ით ადრე, დარჩენილი ნახევარი კვებათა შორის. დღის განმავლობაში უნდა დაილიოს 600 მლ ნაყენი. ეფექტურია თავბრუსხვევის, თავის ტკივილის დროს.
- 100 გრ ნაღების კარაქი, 50 გრ თაფლი, 25 გრ ფუტკრის მტვერი, მიიღება 1-2 ჩ/კ 2-3 -ჯერ დღეში.
- 150 გრ ალოეს წვენი აურიეთ 300 გრ თაფლში, დადგით ცეცხლზე, არ უნდა ადუღდეს. დააყენეთ 2 სთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ, შეაცხელეთ, გაწურეთ. მიიღება 5-10 გრ საუზმემდე 1სთ-ით ადრე. სასარგებლოა კლიმაქტერულ პერიოდში ყაბზობის დროს.