მასტოპათიის მკურნალობაში დეიდაშვილის დამზადებული ხალხური რეცეპტები დამეხმარა
რამდენიმე წლის წინ მკერდში კვანძები შევამჩნიე. მეუღლემ ძლივს დამითანხმა და გამოსაკვლევად წამიყვანა. დამიდგინეს მასტოპათია. დავიწყე ხალხური საშუალებებით მკურნალობა, რაშიც ჩემი დეიდაშვილი დამეხმარა. იგი ექთანია, სოფლად ცხოვრობს და თვითონვე აგროვებს სამკურნალო ბალახებს. სწორედ მან მასწავლა რამდენიმე რეცეპტი, რომლებმაც ძალიან მარგო ( რასაკვირველია, მათი მიღების თაობაზე ჩემს ექიმსაც შევუთანხმდი).
- აიღეთ მსხვილფოთოლა ნაღველა, დააქუცმაცეთ, 1 სუფრის კოვზი დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და რამდენიმე წუთის განმავლობაში ადუღეთ. გამოიყენეთ ამ ნაყენის საფენები.
- 20 გ სამკურნალო ძიძოს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთს. გამოიყენეთ საფენები.
- 20 გ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთს. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობის კატაბალახას ფესვი, პიტნა, გვირილის ყვავილი, ფენხელის ნაყოფი, კვლიავი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 30 წუთით დააყენეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
- 1 ს/კ კრაზანას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ, როგორც ჩაი. გამოიყენეთ კომპრესებისთვის.
- აიღეთ 1 ს/კ ცერეცოს ნაყოფი, 1 ს/კ გვირილის ყვავილი, 2 ს/კ ალთე და 2 ს/კ ძირტკბილას ფესვი. 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თბილი, თითო სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.
- აიღეთ 2 ს/კ წითელი მატიტელას ბალახი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. გამოიყენეთ საფენების სახით.