სისხლის კიბოს დროს სასარგებლოა სამკურნალო მცენარეთა ნაკრები
ნიშანი და სიმპტომი - ორივე ავადმყოფობის სიგნალია, რომელიც არ უნდა უგულვებელყვოთ. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ყველაფერი რიგზე არაა და ექიმთან ვიზიტია საჭირო.
სისხლის კიბოს დროს სასარგებლოა: ალოე, წყლის იელი, არყის ხის სოკო, წიწიბურა, მატიტელა, მარწყვი, ძახველი, კარტოფილი (ყვავილები), სელი, ორფერი, სტაფილო, ფითრი, იორდასალამი, მზესუმზირა, სვია, შვიტა, მოცვი, ქრისტესისხლა, ასკილი, ვაშლი.
სისხლის კიბოს დროს სასარგებლოა: ალოე, წყლის იელი, არყის ხის სოკო, წიწიბურა, მატიტელა, მარწყვი, ძახველი, კარტოფილი (ყვავილები), სელი, ორფერი, სტაფილო, ფითრი, იორდასალამი, მზესუმზირა, სვია, შვიტა, მოცვი, ქრისტესისხლა, ასკილი, ვაშლი.
- ყვავილობის პერიოდში სვით, როგორც ჩაი, მარწყვის ბალახის ნახარში, ამისთვის დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე ერთ მუჭა ყვავილებიან ბალახს, დააყენეთ 2-3 საათი ცხელ ჰაერღუმელში ან თერმოსში.
- ერთი ჭიქა მდუღარე დაასხით ორ ჩ.კ სელის თესლს, დააყენეთ თერმოსში ოთხი საათი და სვით თითო ს/კ 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- დაასხით 1 ლ მდუღარე 5-6 კოვზ მოცვის ფოთლებს, დააყენეთ 30 წუთი. სვით დღეში 5 ჭიქამდე. 2 თვის განმავლობაში, შეისვენეთ 1 თვე და შემდეგ კურსი ისევ შეიძლება გაიმეოროთ.
- დაასხით 2 ჭიქა მდუღარე ჩრდილში გახმარ 1 ს/კ წიწიბურას ყვავილოვან თავებს, დააყენეთ 1 სთ. სვით მეტასტაზების დროს ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. გახსოვდეთ, ნედლი მცენარე არ გამოიყენოთ - შეიძლება გამოწივიოს მოწამვლა!
- ყვავილობის დროს გამოიყენეთ საკვებად, სალათების სახით, ორფერის ბალახი ან სვით გამხმარი მცენარის ნაყენი: დაასხით 0,5ლ მდუღარე 2 ს/კ ბალახს, დააყენეთ 2 სთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, 2-3 თვის განმავლობაში.
- ლეიკემიის დროს, რომელიც გამოწვეულია რადიოაქტიური გამოსხივებით, ყოველდღიურად უნდა სვათ 15-20 მლ ჭინჭრის ფოთლების წვენი.
- ორი საშუალო თავი კომბოსტო დააქუცმაცეთ (გაატარეთ ხორცსაკეპში), აურიეთ წყალში, ჩაასხით აბაზანაში, რომელიც მიიღეთ 30 წთ განმავლობაში. ასე გააკეთეთ დღეგამოშვებით.
- 1 კგ კვრინჩხის ნედლი ნაყოფი მოათავსეთ დღე-ღამის განმავლობაში წნეხის (სიმძიმის) ქვეშ, შემდეგ დაასხით 0,5ლ წყალი და კიდევ ერთი დღე-ღამე დააყენეთ, დამატებით დაასხით 1ლ ცივი ანადუღარი წყალი, დაუმატეთ 250 გ თაფლი ან შაქარი, გულმოდგინედ აურიეთ და ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, მაშინვე გაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში. შეინახეთ მაცივარში.