მრავალი წელია ხალხური მედიცინა ამ საშუალებებს ეფექტურად იყენებს კუჭის კიბოს სამკურნალოდ
კუჭის კიბოს სამკურნალოდ ხალხური მედიცინა საკმაოდ მრავალფეროვან მცენარეთა რეცეპტებს გვთავაზობს. კუჭის კიბოს დროს სასარგებლოა: კოთხუჯი, ალოე, წყლის იელი, ბადრიჯანი, არყის ხის სოკო, ბროწეული, კულმუხო, ლემა, კლდისდუმა, კრაზანა, გულყვითელა, ძახველი, კარტოფილი, სამყურა, შტოში, ყვითელი დუმფარა, ღვია, სტაფილო, მუმიო, ბაბუაწვერა, მურყანი, ფითრი, იორდასალამი ( პიონი), ასფურცელა, მრავალძალღვა, მზესუმზირა, ბირკავა, ნიახური, შავი მოცხარი, ბრტყელეკალა, გოგრა, სვია, პირშუშხა, მოცვი, ნიორი, ქრისტესისხლა.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ათქვიფეთ 3 ახალი კვერცხი, შეურიეთ 0,5 კგ თაფლი, დაუმატეთ 10 ს/კ კრაზანას ყვავილების ფხვნილი, 3 ლიმონი (ქერქთან ერთად გახეხილი, თესლის გარეშე ) და ეს ყველაფერი გულმოდგინედ აურიეთ, თან ჩაასხით წვეთობით 0,5 ლ ზეითუნის ზეთი და ურიეთ ერთი - ორი საათი. ზაფხულში, რომ არ გაფუვდეს, დაამზადეთ ნახევარი პორცია. მიიღეთ თითო ს/კ დილის 6 და 9 საათზე, ყოველდღიურად.
- გაალღვეთ ისე, რომ ადუღებამდე არ მიიყვანოთ 400 გრ კარაქი და 100 გრ პროპოლისი (დინდგელი ). როცა გაცივდება, გაწურეთ, დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი. სიმინდის ფქვილში ამოვლებით დაამზადეთ სიმინდის მარცვლის ოდენობის აბები და მიიღეთ სამ - სამი აბი სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე.
- მიიღეთ უზმოზე ნივრის წვენი, თანდათან გაზარდეთ დოზა: პირველი 5 დღე 10 - 10 წვეთი, შემდეგი 5 დღე ოც - ოცი წვეთი. ყოველ ხუთდღეში დაუმატეთ 10 - 10 წვეთი ისე, რომ ახვიდეთ 1 ს/კ მდე. ყოველთვის მიაყოლეთ მრავალძარღვას 1/2 ჭიქა ახალი წვენი. 30 წუთის შემდეგ მიიღეთ 1 ს/კ თაფლი. მკურნალობის კურსი 2 - 3 თვეა, მრვალძარღვას წვენი კი ამის შემდეგაც მიიღეთ ერთი წლის განმავლობაში თითი სუფრის კოვზი სამჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- წვენის მისაღებად მრავალძარღვა შეაგროვეთ დილით ადრე, ცვრის გაშრობისთანავე, ყვავილობის დაწყებიდან. პირველსავე კვირაში (მაისის ბოლო - ივნისის დასაწყისი ). წვრილად დაჭერით ფოთლები და შეურიეთ შაქარი, დადგით თბილ ადგილას, პერიოდულად დატენეთ კოვზით, რომ გამოყოფილი წვენი ყოველთვის ფარავდეს ფოთლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასა დაობდება. 10 დღის შემდეგ წვენი გადაწურეთ. ზამთრისთვის წვენი შეიძლება დააკონსერვოთ - შეურიეთ მას 1:1 არაყი ( ან სპირტი 1:0,5) და შეინახეთ მაცივარში. ასევე მკურნალობენ ნაწლავის კიბოსაც, კუჭის კიბოს დროს სასარგებლოა საკვებს მიაყოლოთ წყალი, რომელსაც დამატებული ექნება ვაშლის ძმარი ( 1 ჩ/კ 1 ჭ წყალზე ), რადგანაც ამ დროს დაქვეითებულია მჟავიანობა ან სრულიად არ არის იგი.
- კუჭის კიბოს დროს სვამენ არყის ხის ღრუბლის ნახარშს ან ნაყენს. ხის ტანიდან უნდა ჩამოფხიკოთ ღია ფერის ღრუბელი (ყვითელი არა ), დაასხით მდუღარე, დააყენეთ და სვით ცოტ - ცოტა, 1 - 2 თვის განმავლობაში.