საყლაპავის კიბოს სამკურნალო საუკეთესო ხალხური რეცეპტები
საყლაპავის კიბოს დროს სასარგებლოა კოთხუჯი, ალოე, ბადრიჯანი, წყლის იელი, არყის ხის სოკო, ბროწეული, კულმუხო, ლემა, კლდისდუმა, კრაზანა, გულყვითელა, ძახველი. კარტოფილი, სამყურა, შტოში, ყვითელი დუმფარა, ღვია, სტაფილო, მუმიო, ქაცვი, ბაბუაწვერა, მურყანი, ფითრი. იორდასალამი, ასფურცელა, მრავალძარღვა, მზესუმზირა, ბირკავა, ნიახური, შავი მოცხარი, ბრტყელეკალა, გოგრა, სვია,პირშუშხა, მოცვი, ნიორი, ქრისტესისხლა.
- მიიღეთ უზმოზე ნივრის წვენი, თანდათან მზარდი დოზით: პირველი 5 დღე 10 - 10 წვეთი, შემდეგი 5 დღე - 20 - 20 წვეთი. ყოველ მომდევნო 5 დღეში დაუმატეთ 10 - 10 წვეთი ისე, რომ ადით 1 ს/კ - მდე და ყოველთვის მიაყოლეთ 1/2 ჭიქა მრავალძარღვას ახალი წვენი. 30 წუთის შემდეგ მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მკურნალობის კურსი 2 - 3 თვე. მრავალძარღვას წვენი კი ამის შემდეგაც მიიღეთ ერთი წლის განმავლობაში თითო სუფრის კოვზი 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- წვენის მისაღებად წვრილად დააქუცმაცეთ მრავალძარღვას ფოთლები, რომლებიც შეაგროვეთ დილით ადრე, ცვრის გაშრობისთანავე, ყვავილობის დაწყებიდან პირველ კვირაში (მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისი). დაქუცმაცებულ მასას შეურიეთ შაქარი, დადგით თბილ ადგილას, დროდადრო შეამჭიდროვეთ კოვზით, რათა გამოყოფილი წვენი ყოველთვის ფარავდეს ფოთლებს. თუ ამას არ გაიკეთებთ, მაშინ მასა დაობდება. 10 დღის შემდეგ წვენი გადმოწურეთ. ზამთრისათვის შეიძლება წვენი დააკონსერვოთ - შეურიოთ მას 1:1 - ზე არაყი ( ან სპირტი 1:0,5 ზე ) და შეინახეთ მაცივარში.
- დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე მრავალძარღვას 3 სუფრის კოვზ გამხმარ ან 4 ს/კ ნედლ ფოთლებს, დააყენეთ 1,5 საათი და სვით წყლის მაგივრად.
სვით 3 - 4- ჯერ დღეში თითო ჩ/კ ოროვანდის ძირების 10 % -იანი სპირტიანი ნაყენი: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი, შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათი. გაწურეთ, სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა 4 - 5 - ჯერ დღეში. შეიძლება სვათ, როგორც ჩაი, ოროვანდის ყვავილის ნახარში - 8- 10 ყვავილი 1 ჭიქა წყალზე. - სვით მამულას ბალახის ( შეგროვილი ყვავილების დროს ) ნაყენი. დაასხით 0,5 ლ მდუღარე 2 ს/კ ბალახს, შეფუთეთ და დააყენეთ 1 სთ. გაწურეთ და სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღის განმავლობაში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.