ტაქიკარდიის სამკურნალო შენსანიშნავი მცენარეული რეცეპტები
ტაქიკარდია - ესაა გულის შეკუმშვათა რითმის გახშირება 100 - 120 დარტყმამდე წუთში. ასეთი გახშირება წარმოიშობა სიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნების ან ცდომილი ნერვის დათრგუნვის დროს. ტაქიკარდია შეიძლება შეგვხვდეს ჯანმრთელ ადამიანებშიც ფიზიკური დატვირთვის, შიშის, ცხელების, მღელვარების, მოწამვლების და სხვათა დროს.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- მოამზადეთ ნაკრები: ფარსმანდუკის ბალახი - 2 წილი, სვიის გირჩები - 2 წილი, ვალერიანის ძირები - 3 წილი, ბარამბოს ფოთლები - 3 წილი. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნაკრებს დაასხით 1 ჩ/ჭ. მდუღარე, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. სვით მეოთხედი ჭიქა 4 - ჯერ დღეში.
- მოამზადეთ ნაკრები: ვალერიანის ძირები - 1 ს/კ, წყლის სამყურას ფოთლები - 1 ს/კ, ბაღის პიტნის ფოთლები - 1 ს/კ, ამ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 სთ - ით, გაწურეთ. სვით თითო ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 3 - ჯერ დღეში.
- შეურიეთ 1 ს/კ თაფლი ნახევარ ჭიქა ჭარხლის წვენს და სვით 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ - ით ადრე ( ეს საშუალება აგრეთვე კარგად აქვეითებს არტერიულ წნევას).
- გულისფრიალის დროს სასარგებლოა ლეღვის ჭამა, ნებისმიერი სახით.
- ტაქიკარდიის დროს შველის ცხვირისატეხელას ბალახის ნახარში: 1 ჩ/კ ბალახს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 3 წთ, შემდეგ შეფუთული დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. სვით 1 ს/კ 3 -ჯერ დღეში, 2 - 3 კვირის განმავლობაში.
- ტაქიკარდიით დაავადებულთათვის რეკომენდებულია: 1 ს/კ დაქუმცმაცებულ ბარამბოს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ და სვით თბილი სახით ნახევარ - ნახევარი ჭიქა, ჭამამდე, 3 -ჯერ დღეში. თუ ეს დოზა აღმოჩნდება დიდი, შეიძლება მისი შემცირება. მკურნალობა ხანგრძლივია.