ისწავლეთ როგორ უმკურნალოთ საშვილოსნოს დანამატების, საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხეების ანთებას სახლის პირობებში.
ადნექსიტი არის საშვილოსნოს დანამატების, საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხეების ანთება. ეს ერთ - ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევაა გინეკოლოგიურ დაავადებებში. დაავადევას იწვევს სხვადსხვა ანთების გამომწვევი მიკრობი.
ანდექსიტი ხშირად ორმხრივია. მწვავე პერიოდში დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, საზარდულის მიდამოში. მწვავე პროცესის გავლის შემდეგ ტკივილი რჩება, განსაკუთრებით გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს.
საშვილოსნოს დანამატების ანთების დროს დაუშვებელია ცხელი სათბურის დადება მუცელზე. ნაწლავები უნდა დაიცალოს ყოველდღიურად, არ შეიძლება შარდის შეკავება, კატეგორიულად აკრძალულია სქესობრივი კავშირი. შეზღუდულია მწვავე, ცხარე, გამაღიზიანებელი საკვების მიღება. მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდებულია ბევრი სითხის მიღება (ჩაი ლიმონით, შტოშის წვენი და ა.შ.).
ხალხური რეცეპტები:

- 5-5 ს/კ აბზინდას ბალახი, დედოფლისთითა, სააფთიაქო გვირილას ყვავილი, 1 ს/კ ძიძოს ბალახი, შვიტა, მურყანის ნაყოფი. 5 ს/კ ნაკრებს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 2წთ. გაწურეთ, მიიღება 1/2 ჭ დილით და დღისით. ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. საღამოს კი 1 ჭ ცხელი ნაყენი. ძილის წინ გაიკეთეთ საშოს გამორეცხვა თბილი ნაყენით. მკურნალობის კურსი 2 თვე.
- 1,5 თვის განმავლობაში მიიღეთ ნაყენი: 50 გრ ძურწას ბალახს დაასხით 1/2 ლ არაყი, დააყენეთ 2 კვირა, შემდეგ გამოწურეთ. მიიღება 35-40 წვეთი, სუფრის კოვზ წყალში გახსნილი 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 15 წთ-ით ადრე.
- 2 კვირის განმავლობაში საღამოობით (უმჯობესია დაძინებამდე 1სთ-ით ადრე) მიიღეთ აბაზანა. 1 კგ ფიჭვის დაქუცმაცებულ წიწვებს და წვრილ ტოტებს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ, გამოწურეთ ნედლეული, ჩაასხით აბაზანაში 37-30 გრადუს წყალში. პროცედურა გრძელდება 15-20 წთ.
- 2 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ წიწმატურას დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში.