ეფექტური ხალხური საშუალება, საშვილოსნოს და საკვერცხეების ქრონიკული ანთების სამკურნალოდ!

ეფექტური ხალხური საშუალება, საშვილოსნოს და საკვერცხეების ქრონიკული ანთების სამკურნალოდ!
ადნექსიტი საშვილოსნოს დანამატების (საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების) ანთებაა. მას უმეტესად არასპეციფიკური ფაქტორები: გადაღლა, გაციება, სტრესი, უარყოფითი ემოცია, ზოგიერთი ექსტრაგენიტალური დაავადება - იწვევს. ადნექსიტის ყველაზე ხშირი და დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა არეში ლოკალიზდება და ზოგჯერ წელში ან გავის მიდამოში გადაეცემა. ტკივილი მეტწილად პერიოდულია, იშვიათად - მუდმივი. არის შემთხვევები, როცა ტკივილი ანთებითი რეაქციის ნიშნების გაქრობის შემდეგაც გრძელდება და გაციების, ზოგიერთი დაავადების, ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის დროს ძლიერდება.

გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს ქრონიკული ანთების სამკურნალოდ:
ინგრედიენტები:
  • ალოეს წვენი - 3 ს/კ;
  • ქაცვის გამხმარი ნაყოფი - 2 ს/კ;
  • აფთიაქის გვირილას ყვავილი - 1 ს/კ;
  • მაისის თაფლი - 2 ჩ/კ;
  • არაყი - 2 ს/კ;
  • წყალი - 1 ლ.

მომზადების და გამოყენების წესი:
ქაცვის გამხმარ ნაყოფს და გვირილას ყვავილებს დავასხათ წყალი და საშუალი ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე, ვადუღოთ 2 - 3 წთ. ნახარში გავაჩეროთ 30 წთ, შემდეგ გავწუროთ და ჩავასხათ მინის ჭურჭელში. ალოეს წვენს დავუმატოთ არაყი და ამ ნარევში კარგად გავხსნათ თაფლი. მომზადებულ ნახარშს დავუმატოთ თაფლიანი ნარევი, მჭიდროდ დავახუროთ და მოვათავსოთ გრილ, ბნელ ადგილას 3 დღით. მივიღოთ ნაყენი 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი