ისწავლეთ შაქრის დონის გაკონტროლება ხალხური საშუალებებით, რეგულარული ინქეციების ნაცვლად.
ჩემ გარშემო ბევრია დიაბეტით დაავადებული. ზოგი მათგანი ინსულინს იკეთებს. ძნელია ინექციების რეგულარული კეთება, ამიტომ მსურს გაგაცნოთ რამდენიმე ხალხური მეთოდი, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანს, უწამლოდ შეინარჩუნოს სისხლში შაქრის სასურველი დონე, მაგრამ აქვე შეგახსენებთ: ყველას მდგომარეობა ინდივიდუალურია, ამიტომ ამ რეცეპტის გამოყენებამდე აუცილებლად აიღეთ ნებართვა მკურნალი ექიმისგან.
- ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში 1 ჩაის კოვზი წიწიბურა, დაასხით მჟავე მაწონი - იმდენი, რომ კარგად დაიფაროს - და მიირთვით დილით, უზმოზე, 12 დღის განმავლობაში.
- აიღეთ 15-20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული მწვანე ლობიოს ფოჩი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და 3-4 საათი ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.
- 20-20გრამ მოცვის, ჭინჭრის და ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ფოთლებს დაასხით 1-1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შემდეგ ნახარში გაფილტრეთ. მიიღეთ გრილი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
- რომელი რეცეპტიც არ უნდა გამოიყენოთ, გახსოვდეთ, რომ პარალელურად უნდა აკონტროლოთ შაქრის დონე, რათა მეტისმეტად არ დაიწიოს.
- 2 ს/კ სელის თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გადმოდგით, შეაგრილეთ და თბილ-თბილი დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაში დადებითი ცვლილებები ხდება.
- 1 ს/კ მოცვის ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე და სვათ რეგულარულად, 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.