ანდეთ შაქრის კონტროლი სამკურნალო მცენარეებს
შაქრიანი დიაბეტი ჩვენი საგვარეულო სენია, ამიტომ როდესაც ასაკში შესულს მისი პირველი ნიშნები გამომაჩნდა, არ გამკვირვებია. ჯანმრთელობის ფასი მშვენივრად ვიცი, ამიტომ ენდოკრინოლოგს დროულად მივაკითხე. მან სისხლში შაქრის დონის დამარეგულირებელი პრეპარატები გამომიწერა. მალე თავი უკეთ ვიგრძენი, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ანტიდიაბეტური აბები მთელი სიცოცხლე უნდა მესვა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ხალხური საშუალებებს შორის შაქრის დონის დამაქვეითებელი რეცეპტების ძებნა და რამდენიმე საჩემო ვიპოვე კიდეც. უკვე ხუთი წელია, რაც ფონს მათი წყალობით გავდივარ. ანტიდიაბეტური აბებით მკურნალობის სრულ კურსს წელიწადში მხოლოდ ორჯერ ვიტარებ, დანარჩენ დროს კი მცენარეთა ნაყენს ვსვამ.
აი ჩემი მხსნელი რეცეპტები:
აი ჩემი მხსნელი რეცეპტები:
- აიღეთ 15-20 გრამი მწვანე ლობიოს გამხმარი პარკი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ლიტრი წყალი და 3-4 საათს ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.
- 20-20 გრამ მოცვის, ჭინჭრისა და ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ფოთლებს დაასხით 1-1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ, გააგრილეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
- აიღეთ 3 სუფრის კოვზი ხეჭრელის ქერქი, 1 სუფრის კოვზი არყის ფოთოლი, ამდენივე ბაბუაწვერას ფესვი, ოხრახუშის ფესვი, ცერეცოს თესლი და პიტნა. ამ ნარევს დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. მიიღეთ დღეში ნახევარი ლიტრი რამდენიმე ულუფად.
ამ რეცეპტების მიხედვით მომზადებული წამლების დალევამდე აუცილებლად სთხოვეთ ნებართვა მკურნალ ექიმს, მათი დალევისას კი შაქრის კონტროლი არ დაგავიწყდეთ, რადგან ისინი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ძალით მოქმედებს.